„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობის შემცირება წელსაც მოსალოდნელია“

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობის შემცირება წელსაც მოსალოდნელია“

access_time2020-02-09 18:00:42


რადიო კომერსანტის გადაცემაში „პროფესიონალები“ საბანკო რეგულაციები შეაფასეს. გადაცემის სტუმარის, „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებლის, გიორგი კეპულაძის თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობის შემცირება წელსაც მოსალოდნელია.

„რეგულაციების მთავარი მიზანი იყო სესხების გაცემის შეზღუდვა, განსაკუთრებით მიკრო საფინანსო ორგანიზაციების ნაწილში. რეგულაციების პირველივე ტალღას 20-მა ორგანიზაციამ ვერ გაუძლო და ბაზარზე ისინი აღარ არიან. წელსაც ველოდებით შემცირებას. 81 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ვფიქრობ ბევრიც კია ჩვენნაირი პატარა ქვეყნის ფინანსური ბაზრისთვის. ისინი ძირითადად იმ ადამიანებს აკრედიტებდნენ,რომლებსაც ბანკი სესხს უკვე აღარ აძლევდა. რაც შეეხება, ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, ეს  შედეგებს გამოიღებს, თუმცა  დრო სჭირდება. თუ ყველაფერი ისე წავიდა,როგორც ეროვნული  ბანკი გეგმავს, ზაფხულიდან ინფლაცია შემცირდება,“- ამბობს კეპულაძე. მან გადაცემაში მევახშეების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა,რომ მათი გააქტიურება საბანკო რეგულაციების შედეგს არ წარმოადგენს.

„უნდა გამოვიყვანოთ ჩრდილიდან ეს ადამიანები,  გავარკვიოთ რა პორტფელს ფლობენ, რამდენ ადამიანზე აქვთ გასესხებული თანხა ან ვინ არის მათი სეგმენტი.  მევახშეების გააქტიურების მიზეზი მხოლოდ რეგულაციები არ ყოფილა, ისინი მანამდეც მუშაობდნენ, რისი მიზეზიც ჩვენი ქვეყნის სიღარიბეა და იმ ადამიანების დიდი რიცხვი,რომლებსაც საკუთარი შემოსავლის დაფიქსირება არ შეუძლიათ,“- ამბობს კეპულაძე.

გადაცემის სტუმარის ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის თანადამფუძნებლის, ნოდარ სირბილაძის თქმით, მოსახლეობა ლარის კურსს არ ენდობა, რაც ართულებს ლარიზაციის პოლიტიკას.

„ძალიან რთულია ლარიზაციის პოლიტიკის ეფექტური გატარება, ვინაიდან მოსახლეობა თავის ვალუტას არ ენდობა. ამასთანავე, ჩვენ თუ  რეფირანსირების განაკვეთს მაღალ ნიშნულზე დავტოვებთ შესაძლოა ბიზნესს მოუწიოს მაღალი პროცენტით სესხის აღება, ეს კი ინფლაციაზე აისახება. ივნისის ბოლოდან როცა დაიწყო ლარის კურსის გაუფასურება, ეროვნულმა ბანკმა თქვა,რომ სანამ ეს გაუფასურება ინფლაციას არ შეეხება, მანამდე ის არ გამოიყენებდა აქტიურ მონეტარულ პოლიტიკას. თუმცა, როცა ინფლაციას მართლა შეეხო უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა, სწორედ ეს არის პრობლემა,ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ იმას,რომ ლარის კურსის გაუფასურება უკვე მოქმედებს ინფლაციაზე,“- ამბობს ნოდარ სირბილაძე. მან აღნიშნა,რომ საბანკო რეგულაციის პირობებში არსებობს ხელოვნური მონოპოლიის ზრდის საფრთხეც.


ჩვენ თუ მაქსიმალურად ვეცდებით,რომ ყოველწლიურად დავტვირთოთ ეს სფერო და შევქმნათ „ბარიერები, გაიზრდება ხელოვნური მონოპოლიის შანსები. ამიტომ აუცილებლად უნდა იყოს კონკურენტული გარემო, ბევრი კომპანია და ორგანიზაცია,რომლებიც შევლენ ერთმანეთთან კონკურენციაში დაა მიიზიდავენ მომხმარებლებს.

რეგულაცია მივიღეთ ისეთი,რომ  გარკვეული ჯგუფის ინტერესები უნდა შეგვეწირა იმისთვის,რომ საყოველთაო სიკეთისთვის მიგვეღწია, ჩვენ კი შევწირეთ ისეთი ადამიანები,რომლებსაც არ უფიქსირდებათ შემოსავალი,“- აღნიშნავს ნოდარ სირბილაძე.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up