საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 2022 წელს 113.6 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც 2021 წელთან შედარებით 15.9 მილიონი ლარით მეტია. გასულ წელს მისო-ებმა 18.6 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.
მისო-ების აქტივები 1.87 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 345 მილიონი ლარით მეტია. მიკროსაფინანსო სექტორის საკრედიტო პორტფელი 1.57 მილიარდი ლარია, რაც 15.7%-იანი წლიური ზრდაა. მისოებმა გაცემულ სესხებზე 372 მილიონი ლარის საპროცენტო შემოსავალი მიიღეს, არასაპროცენტო შემოსავლებმა კი 72 მილიონი ლარი შეადგინა. პერსონალსა და საოპერაციო ხარჯებზე სექტორმა 185 მილიონი ლარი დახარჯა, საპროცენტო ხარჯი კი 259 მილიონი ლარი იყო.
მისოების მიერ გაცემული სესხები კატეგორიების მიხედვით ასეთია:
● სალომბარდე სესხები - 787,529,793 ლარი, ზრდა 20%;
● სამომხმარებლო სესხები - 407,978,923 ლარი, ზრდა 21%;
● ვაჭრობა და მომსახურება - 187,165,975 ლარი, ზრდა 6%;
● სოფლის მეურნეობა - 103,534,404 ლარი, ზრდა 16%;
● ონლაინ სესხები (ნაშთი) - 31,833 ლარი, კლება 5%;
● საგანვადებო კრედიტები - 51,437,962 ლარი, კლება 5%.
საქართველოში სულ 36 მისოა, რაც 2021 წელთან შედარებით ორით ნაკლებია.