მიკროსაფინანსო სექტორმა მოგებაზე გასვლა შეძლო. სექტორის წლიური წმინდა მოგება 44.8 მლნ ლარია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მზარდია სექტორის მთლიანი აქტივების მოცულობაც და ის 1.4 მლრდ ლარს აღემატება.
სექტორს 1.2 მილიარდი ლარის მოცულობის სესხები აქვს გაცემული, საიდანაც უმეტესობა 1.1 მლრდ ლარი ფიზიკური პირების დაკრედიტებაა. იურიდიულ პირებზე მთლიანი სესხებიდან მხოლოდ 41.3 მლნ ლარი მოდის. სექტორის მიერ გაცემული სესხების საერთო რაოდენობა 661 ათასს შეადგენს.
სექტორი 4000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და აქედან ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კრისტალია.
შემცირებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა და დღეს ბაზარზე 35 მათგანი ოპერირებს.
2017 წლამდე მიკროსაფინანსოების რაოდენობა იზრდებოდა და 2009 წლიდან 2017 წლამდე მათი რაოდენობა გაორმაგდა. ბოლო წლებში კლება ახალმა რეგულაციებმა განაპირობა, კერძოდ, სამომხმარებლო სესხებზე რეგულაციების გამკაცრებამ და საპროცენტო განაკვეთებზე ზედა ზღვრის დაწესებამ.
GBC.GE