მიკროსაფინანსოებიდან მიკრო ბანკებამდე - რას შეცვლის ახალი მოთამაშე საფინანსო სექტორში

მიკროსაფინანსოებიდან მიკრო ბანკებამდე - რას შეცვლის ახალი მოთამაშე საფინანსო სექტორში

access_time2022-02-14 10:00:22

2021 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი ახალი საზედამხედველო სუბიექტის - მიკრო ბანკის მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნაზე მუშაობდა. როგორც სებ-ში განმარტავენ, საკანონმდებლო პაკეტის მიზანი საფინანსო სექტორში საშუალო ზომის, სტაბილური ბიზნეს მოდელისა და მაღალი რეპუტაციის მქონე ახალი ფინანსური ინსტიტუტის შექმნა, სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაკრედიტების ხელშეწყობა, კონკურენციის ზრდა და საკრედიტო პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებაა.


მიკრო ბანკების რეგულირების კანონპროექტს მთავრობა პარლამენტს გაზაფხულის სესიაზე წარუდგენს. კანონპროექტის მიხედვით, მიკრობანკის დაფუძნებისთვის საჭირო კაპიტალი 10 მლნ ლარია, მათი სასესხო პორტფელის 70% კი ბიზნეს ან სოფლის მეურნეობის სექტორზე გაცემული სესხები უნდა იყოს. თუმცა, მიუხედავად ასეთი ვალდებულებებისა, სესხის გაცემის ლიმიტი 1 მლნ ლარამდე იზრდება, რაც მათ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების შესაძლებლობას მისცემს. დაკრედიტება უცხოურ ვალუტაშიც იქნება შესაძლებელი, რისი უფლებაც აქამდე მისო-ებს თითქმის არ ჰქონდათ. კანონპროექტის მიხედვით, მიკრობანკებს დეპოზიტების განთავსების უფლებაც ენიჭებათ. მიკრობანკები დეპოზიტების მიღებას, ანგარიშების გახსნას და მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევასაც შეძლებენ. ამ დროისთვის მიკრო ბანკის ლიცენზიის მიღების სურვილი მოქმედი 38 მიკროსაფინასოდან 3-ს აქვს, რომელთა შორის „კრისტალი“, „ემ ბი სი“ და „ლაზიკაა“.


მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე და „ლაზიკა კაპიტალის“ გენერალური დირექტორი ბესო შენგელია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მიკრო ბანკების სტატუსის მიღება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სხვადასხვა მიმართულებით მეტ შესაძლებლობას მისცემს, თუმცა როგორც მოლოდინი არსებობს, მხოლოდ ეს ცვლილება საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე და კონკურენციის გაზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.


„ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება არის ის, რომ გვექნება საშუალება ჩვენს მსესხებლებს გავუხსნათ ანგარიშები. ძალიან ცუდ პოზიციაში ვართ დღესდღეობით, არ გვაქვს ამის საშუალება, რადგან არსებული კანონმდებლობით ეს დეპოზიტებთან არის გაიგივებული. შესაბამისად ანგარიშების გახსნა და მასზე წვდომა მოგვცემს საშუალებას, უფრო კარგად ვაკონტროლოთ მსესხებლების ფინანსური მდგომარეობა, შევქმნათ ახალი პროდუქტები, მაგალითად, საკრედიტო ბარათების სახით, შეზღუდული დოზით დეპოზიტების მიღების შესაძლებლობაც იკვეთება, ასევე კოეფიციენტების მიმართულებით წნეხი რაც არის მიკროსაფინანსოებისთვს, მათ შორის კაპიტალის ადეკვატურობის კუთხით, შეიცვლება. გარდა ამისა სესხის ზომაც იზრდება.



საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზეა საუბარია, მაგრამ ეს ასე მარტივი არ არის. ამ ეტაპზე უპრეცედენტოდ მაღალია რეფინანსირების განაკვეთი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ლარში გავცემთ სესხებს, საპროცენტო განაკვეთზე მხოლოდ მიკრო ბანკად გარდაქმნა და მსგავსი ცვლილებები ნაკლებად აისახება, თუ რეფინანსირების განაკვეთის მიმართულებით შემსუბუქებაც არ მოხდა. თუ იმას გულისხმობენ, რომ მილიონი ლარის გაცემის საშუალება გვექნება, ეს ისევ რესურსების ხელმისაწვდომობასთან არის კავშირში, არამგონია ძალიან დიდმა მისო-მაც კი შეძლონ უმოკლეს ვადებში თავისი ვალდებულებები და პორტფელის სტრუქტურა ისე მიუსადაგონ ამ ყველაფერს, რომ კომერციულ ბანკებთან განსაკუთრებული კონკურენცია გავაჩაღოთ“, - ამბობს ბესო შენგელია.


როგორც ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ „კომერსანტთან“ განმარტა, მისო-ს ბანკად ტრანსფორმაციის პროცესი 2022 წელს უნდა დასრულდეს. მისი თქმით, ახალი კანონპროექტი შექმნის მეტ შესაძლებლობას, გაზრდის კონკურენციას და ეტაპობრივად საპროცენტო განაკვეთების შემცირებასაც შეუწყობს ხელს, მას შემდეგ რაც მიკრო ბანკები იაფი დაფინანსების მოზიდვას შეძლებენ. „კრისტალში“ აღნიშნავენ, რომ ეს ცვლილება მათ რეგიონებში მომხმარებლისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობისა და ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობას მისცემთ, შედეგად კი საოპერაციო გარემოს და პროდუქტებს მეტად კონკურენტუნარიანს და საინტერესოს გახდის.


„ლიცენზიის შეზღუდვების გამო დღესდღეობით მისო-ები ვერ ახერხებენ ამ ბაზრის ჯეროვნად მომსახურებას, ხოლო კომერციული ბანკებისთვის პრიორიტეტს უკვე განვითარებული მცირე და საშუალო საწარმოები და კორპორაციები წარმოადგენენ. ასე რომ, მიკრო ბანკებმა შეიძლება ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ყველაზე კრიტიკულ და მზარდ სეგმენტს გაუწიონ კვალიფიციური მომსახურება. საპროცენტო განაკვეთები ამ მომსახურების ერთ-ერთი ატრიბუტია, მაგრამ არა ერთადერთი. განაკვეთების შემცირება უფრო ეტაპობრივი პროცესი იქნება და ის დამოკიდებული იქნება როგორც მიკრო ბანკების უნარზე, მოიზიდონ უფრო იაფი დაფინანსება, ასევე ზოგადად საფინანსო ბაზრების მდგომარეობაზე. ჩემი აზრით, ახალი კანონპროექტი მეტ შესაძლებლობას შექმნის და კონკურენციას გაზრდის“, - აღნიშნა არჩილ ბაკურაძემ.


აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობის დაწყება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რამდენიმე წლის წინ გაცემულ რეკომენდაციებს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ბანკებსა და მისო-ებს შორის ბაზარზე შუამავალი რგოლის გაჩენა კონკურენციას გაზრდის და საპროცენტო განაკვეთების შემცირებას შეუწყობს ხელს.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up