მიკროსიმძლავრის სადგურების დღგ-გან გათავისუფლებაზე კანონპროექტი მომზადდა

მიკროსიმძლავრის სადგურების დღგ-გან გათავისუფლებაზე კანონპროექტი მომზადდა

access_time2022-09-22 10:00:00

მზის ენერგეტიკის ასოციაციამ მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც განახლებადი ენერგიების საგადასახადო შეღავათს ითვალისწინებს. როგორც ასოციაციის წევრმა, Helios Energy Georgia-ს დამფუძნებელმა და ინიციატივის თანაავტორმა, თორნიკე დარჯანიამ BMG-ს უთხრა, კანონპროექტი უკვე მზად არის და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, პარლამენტში მის დასარეგისტრირებლად.


განმარტებითი ბარათის თანახმად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამოყენების ეკონომიკური ეფექტიანობისათვის, აუცილებელია მის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება.


თუ პარლამენტი კანონპროექტს ამ ფორმით მხარს დაუჭერს, მაშინ ფიზიკური პირები მიკროსიმძლავრის სადგურის დამონტაჟებისას მოწყობილობა-დანადგარების/მასალების მიწოდებისა და მომსახურების გაწევის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდებიან.


ინიციატივის თანახმად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური გულისხმობს საბოლოო მომხმარებლის სარგებლობაში არსებულ ელექტროენერგიის წარმოების ობიექტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:


1. იყენებს განახლებადი ენერგიის წყაროებს;
2. უკავშირდება ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს; გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სემეკის მიერ უფრო მაღალი ზედა ზღვარია განსაზღვრული (ასეთ შემთხვევაშიც, კომისიის მიერ დადგენილი ზედა ზღვარი 500 კილოვატს არ უნდა აღემატებოდეს).



შეღავათი გავრცელდება მზის, ქარისა და ჰიდროელექტროსადგურზეც კი.


კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდება ფიზიკური პირისთვის მოწყობილობა-დანადგარებისა და მასალების მიწოდება და მომსახურების გაწევა ისეთი განახლებადი ენერგიის წყაროს დამონტაჟებისათვის, რომელიც დაკავშირებულია გამანაწილებელ ქსელთან და რომლის სიმძლავრე არ აღემატება 500 კვტ-ს.


„დღეის მდგომარეობით, მზის სადგურების დადგმული სიმძლავრე, რომელიც აღრიცხვაშია ჩართული, დაახლოებით 25 მეგავატია. 2021-2022 წლებში განსაკუთრებით გაიზარდა მზის სადგურების რიცხვი, რაც განაპირობა იმან, რომ ტარიფი გაიზარდა და მოთხოვნაც გაჩნდა, თუმცა ეს მოთხოვნა ძირითადად ბიზნესის მხირდან არის, რადგან მათ უფრო მეტად გაუძვირდათ ელექტროენერგია. ამ 25 მეგავატში, რაც დაყენებულია, მცირე წვლილი აქვთ ფიზიკურ პირებს, დაახლოებით 10%. ამიტომ, მზის ენერგეტიკაში მოღვაწე კომპანიების მიერ მომზადდა კანონპროექტი, რაც ფიზიკური პირების დღგ-გან გათავისუფლებას ითვალისწინებს”,-ამბობს თორნიკე დარჯანია.


მისივე თქმით, განახლებადი ენერგიის მცირე სადგურებზე [მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური] ევროკავშირის ქვეყნებშიც საგადასახადო შეღავათები მოქმედებს. ამის ერთ-ერთ მაგალითად გერმანიას ასახელებს, სადაც მფლობელი დღგ-გან გათავისუფლებულია.


“ბევრია ამ მიმართულებით გასაკეთებელი, ვგულისხმობ წამახალისებელ მექანიზმებს. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ დღგ-ს შემოსავალი ბიუჯეტს აკლდება, თუმცა მეორე მხარეს დიდი სარგებელი იქმნება, თუნდაც იმპორტის ჩანაცვლების კუთხით. ეს სადგურები ანაცვლებს იმპორტს და ამავე დროს, აბსოლუტურად სუფთაა ეკოლოგიური თვალსაზრისით. ფიზიკური პირების მიერ დადგმული სიმძლავრე რაც არის მაქსიმუმ ნახევარი მილიონი დააკლდეს ბიუჯეტს. გენერაციის წყაროების მსგავსად, ჩვენს იგივე პრობლემა გავქვს. ჩვენც დიდ სადგურებს ვერ ვაშენებთ, რომელიც იქნება ქსელზე მიერთებული და ბირჟაზე ივაჭრებს. ასევე, არ გვაქვს PPA მექანიზმი [გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება] და არც ენერგეტიკული ბირჟა იხსნება, რომ ვნახოთ რა იქნება საფასური, იქნებ გვიღირდეს ინვესტიციის განხორციელება. დღეს ვინმემ სადგური რომ გააკეთოს, ძალიან გაუჭირდება პროგნოზი, თუ რა ფასში იყიდის მას ესკო, რადგან მასზე ხდება სწორება. აქედან გამომდინარე, დიდი სადგურების მშენებლობაში ინვესტირება თითქმის არ ხდება. მხოლოდ ჩვენ არა, ქარის და ჰიდრო სადგურებიც ელოდებიან ამ მექანიზმის შემოღებას”,-ამბობს დარჯანია.


bm.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up