მილიარდერმა რეი დალიომ Bridgewater Associates-ის საინვესტიციო ოფიცრის პოსტი დატოვა

მილიარდერმა რეი დალიომ Bridgewater Associates-ის საინვესტიციო ოფიცრის პოსტი დატოვა

access_time2022-10-07 11:30:00

მილიარდერმა რეი დალიომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ჰეჯ-ფონდის, Bridgewater Associates-ის საინვესტიციო ოფიცრის პოსტი დატოვა, რითაც $150-მილიარდიანი კომპანიის მენეჯმენტს საბოლოოდ ჩამოშორდა, მაგრამ კომპანიაში სიმბოლური დატვირთვით დარჩება, როგორც დამფუძნებელი და მენტორი, – ამის შესახებ Reuters-ი წერს. აღსანიშნავია, რომ თანამდებობიდან გადადგომის მიუხედავად, რეი დალიო Bridgewater-ის ცამეტწევრიანი დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთ წევრად რჩება.


„ამიერიდან, კომპანიას დირექტორთა საბჭო მართავს, რითაც რეის მმართველობიდან გარდამავალი პერიოდი დასრულდა“, – ვკითხულობთ Bridgewater Associates-ის თანადირექტორების, ნირ ბარ დეას და მარკ ბერტოლინის წერილში. როგორც წერილიდან ირკვევა, რეი დალიომ კომპანიის საკონტროლო პაკეტი დირექტორთა საბჭოს გადააბარა, მაგრამ კომპანიის „მნიშვნელოვან“ მფლობელად რჩება.


„იმედი მაქვს, რომ ჩემს გარდაცვალებამდე Bridgewater-ში მენტორის, ინვესტორისა და დირექტორთა საბჭოს წევრის თანამდებობას დავიკავებ, რადგან ჩვენ ამ ყველაფრის ერთად კეთება გვიყვარს“, – დაწერა რეი დალიომ Twitter-ზე.



შეგახსენებთ, რომ რეი დალიოს მიერ საინვესტიციო ოფიცრის პოსტის დატოვება მოულოდნელი და უცნაური სულაც არ არის, რადგან კომპანიის მენეჯმენტის დატოვების გადაწყვეტილება 73 წლის მილიარდერმა წლების წინ მიიღო. თანაც, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ეტაპად განხორციელდა: 2017 წელს, რეი დალიომ Bridgewater Associates-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოსტი დატოვა, ხოლო 2021 წელს, თავმჯდომარეობაზეც უარი თქვა – მას მერე, მილიარდერი საინვესტიციო გუნდის მენტორობით იყო დაკავებული.


ცნობისთვის გეტყვით, რომ რეი დალიო, რომელმაც Bridgewater Associates-ი ჯერ კიდევ 1975 წელს დააფუძნა, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია – ამერიკული Forbes-ის რეიტინგში, რომელიც მილიარდერთა ქონებას რეალურ დროში აღრიცხავს, $19.1-მილიარდიანი ქონებით, დალიო 77-ე ადგილს იკავებს.


წყარო: forbes.ge



თეგები:
Bridgewater Associates



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up