ბრიტანელმა მილიარდერმა რიჩარდ ბრენსონმა საკუთარი ხომალდის VSS Unity-ის ბორტზე სუბორბიტალური ფრენა განახორციელა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მასთან ერთად კოსმოსის ზღვართან ორი პილოტი და სამი მგზავრი გაფრინდა. ფრენა კარგად წარიმართა - ხომალდი დასახულ სიმაღლეზე (85 კილომეტრი) გავიდა და მგზავრებმა რამდენიმე წუთი უწონობაში გაატარეს, რის შემდეგაც VSS Unity დედამიწაზე დაბრუნდა.
ფრენა 1 საათს გაგრძელდა. Virgin Galactic-ი ხომალდზე 17 წლის განმავლობაში მუშაობდა.
„ამ მომენტზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, მაგრამ ვერაფერი მოგამზადებთ კოსმოსიდან დედამიწის ხედისთვის. ეს ჯადოსნური იყო“, - განაცხადა ბრენსონმა ფრენის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
imedinews.ge