მილიარდი დოლარის კოლექცია - რა თვითმფრინავებს ფლობს პუტინი

მილიარდი დოლარის კოლექცია - რა თვითმფრინავებს ფლობს პუტინი

access_time2022-07-31 13:00:22

პუტინი მილიარდი დოლარის ღირებულების თვითმფრინავების კოლექციას ფლობს, რომელიც 58 თვითმფრინავისგან და ვერტმფრენისგან შედგება. ინფორმაციას TheRichest.com ავრცელებს.


პორტალის მონაცემებით, პუტინი ფარულად მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებაც შესაძლოა, 200 მლრდ დოლარს შეადგენდეს. მართალია, ქაღალდზე ის ამტკიცებს, რომ მოკრძალებულ შემოსავალს, წელიწადში მხოლოდ 140 000 დოლარს იღებს და 800 კვადრატული მეტრის ბინისა და სამი მანქანის გარდა, არაფერი აქვს, თუმცა მოპოვებული მასალების მიხედვით, ის შავი ზღვის სანაპიროზე 1,4 მლრდ დოლარის სასახლეს და კიდევ 19 სახლს, ასევე, უიშვიათესი ეგზემპლარებით, ძვირადღირებული საათების კოლექციას ფლობს.


ამასთან, პუტინი ფლობს 100 მლნ დოლარის ღირებულების მეგაიახტას და 700 ავტომობილისგან შემდგარ პარკს, თუმცა, TheRichest.com-ის შეფასებით, პუტინის „ტორტის გემრიელი ნაჭერი“ მისი მილიარდი დოლარის ღირებულების თვითმფრინავების კოლექციაა.



პორტალი ამ კოლექციის ყველაზე ძვირადღირებულ კერძო თვითმფრინავებს ასახელებს:


  • Airbus ACJ319 – 75 მლნ დოლარი. ეს მოკლედისტანციური ფრენების ერთ-ერთი უახლესი მოდელია. თვითმფრინავი 19 მგზავრს იტევს. მოდერნიზებულია 2018 წელს. აქვს მთავარი საძინებელი დიდი ზომის საწოლით, VIP აბაზანა და საშხაპე. სტრიმინგ სერვისებისა და ვიდეოკონფერენციის მოწყობილობებთან ერთად, თვითმფრინავს უწყვეტი ფრენის დიაპაზონი 10 საათის განმავლობაში აქვს.


  • Tupolev Tu-154 – 45 მლნ დოლარი. ტუპოლევის მიერ წარმოებული სამძრავიანი მძლავრი საშუალო თვითმფრინავი. ცაში პირველად 1968 წელს აფრინდა. მისი ექსპორტის შემდეგ, 1990-იანი წლების დასაწყისსა და 2000-იანი წლების შუა პერიოდში მსოფლიო ლიდერებს შორის მეტად პოპულარული თვითმფრინავი იყო. ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სამოქალაქო თვითმფრინავია, რომელიც 116-ზე მეტ მგზავრს იტევს. დღემდე სულ 64 თვითმფრინავი არის აგებული, საიდანაც 8-ს პუტინი ფლობს. მოდელის წარმოება 2010 წელს შეწყდა.


  • Tupolev Tu-204-300a – 47 მლნ დოლარი. შორი დისტანციის ვერსია მოკლე ფიუზელაჟით. აქვს მოკლე ფრთები და უფრო მაღალი საკრუიზო სიჩქარე. ტუპოლევის ეს თვითმფრინავი Boeing 757-ისა და Airbus A321-ის მსგავსია, რომელიც 200 მგზავრს იტევს.


  • Mi-8 – 17 მლნ დოლარის შვეულმფრენი, რომელსაც მთელ მსოფლიოში სამხედრო საჰაერო ძალების 50-ზე მეტი სამსახური იყენებს. პუტინი 15 ასეთ ორძრავიან შვეულმფრენს ფლობს, რომლებსაც სამხედრო და სამოქალაქო სამსახურისთვის იყენებენ. ვერტმფრენში ერთდროულად ოცდაათი ჯარისკაცი ან 12 საკაცე შეიძლება მოთავსდეს.


  • Ilyushin IL-62 – 50 მლნ დოლარი. პუტინი ერთს ან ორს კი არა, ხუთ ასეთ თვითმფრინავს ფლობს, რომელიც დღემდე რუსეთის ერთ-ერთ საუკეთესო საავიაციო ქმნილებად რჩება. თვითმფრინავი ჰაერში პირველად 1963 წელს აფრინდა და აქტიურად გამოიყენებოდა. ის ერთდროულად 198 მგზავრს იტევს, თუმცა, ასევე, 86 მგზავრისთვის ძვირადღირებული კონფიგურაცია აქვს. პუტინის ეს თვითმფრინავები ნეიტრალური ფერების ტყავის ინტერიერით გმოირჩვა.


  • Dassault Falcon 7X – 54 მლნ დოლარი. ეს კომპანია Dassault-ის მიერ შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესჯეტია და ინჟინერიის მოწინავე გადაწყვეტად ითვლება, რასაც ბევრმა მწარმოებელმა ვერ მიაღწია. ბიზნესჯეტი 41-ზე მეტ ქვეყანაში დაფრინავს და 12-16 მგზავრს იტევს. ინტერიერი სამი დარბაზს სულ 28 დიდი ფანჯრით მოიცავს. გარდა ამისა, მასზე არის მრავალი გასართობი საშუალება და სამუშაოს შორის დასასვენებელი ლუქს საძინებელი საშხაპეებით.


  • Ilyushin Il-18 – 18 მლნ დოლარი. ეს ტურბო-პოლიციური თვითმფრინავია, რომელიც პირველად 1957 წელს აფრინდა. მას თავისი დროის ყველაზე გამძლე თვითმფრინავი უწოდეს, რომელიც 120 მგზავრსა და ეკიპაჟის ცხრა წევრს იტევს. სულ აგებულია მხოლოდ 334 ერთეული, საიდანაც ერთი პუტინს ეკუთვნის. თვითმფრინავს თავისი გამძლეობით ბევრი რეკორდი აქვს მოხსნილი, მათ შორის არის 45 000 ფრენის საათი. ის სამოქალაქო და სამხედრო გამოყენებისთვის ექსპლუატაციში რჩება.


  • Yakovlev Yak-40 – 2,5 მლნ დოლარი. ეს საბჭოთა ეპოქის სამძრავიანი კერძო თვითმფრინავია, რომელიც ერთდროულად, დაახლოებით, 120 მგზავრს იტევს. მისი წარმოება 1966 წელს დაიწყო და დღემდე მხოლოდ 1011 კერძო თვითმფრინავი არის გამოშვებული. მათ შორის არის პუტინის კუთვნილი თვითმფრინავიც. Yak-40 პირველი სერიული მოდელია და რეაქტიული თვითმფრინავის ოცზე მეტი ვარიანტით არის დაპროექტებული. თუმცა ამჟამად რუსეთსა და ცენტრალური აზიის რეგიონებში ექსპლუატაციაში მხოლოდ 19 თვითმფრინავია.


TheRichest.com-ის მონაცემებით, პუტინი თავისი თვითმფრინავების ინტერიერის შემუშავებასა და მოდერნიზებაზე მილიონობით დოლარს ხარჯავს.


წყარო: bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up