მილიონიანი ტენდერი, გასაიდუმლოებული კვლევა და არარეალურ ინვესტორებთან მოლაპარაკებები - ანაკლიის პორტის გეგმები

მილიონიანი ტენდერი, გასაიდუმლოებული კვლევა და არარეალურ ინვესტორებთან მოლაპარაკებები - ანაკლიის პორტის გეგმები

access_time2022-01-12 10:00:55

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ 1 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. უწყება, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექვემდებარება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებლად შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლებასა და სხვადასხვა ტიპის მომსახურებების შესყიდვას გეგმავს.



„დაწყების დღიდან ამ ეტაპამდე, შემსყიდველ ორგანიზაციას კონსულტაციას უწევდნენ სხვადასხვა საერთაშორისო იურიდიული თუ ფინანსურ/ტექნიკური საკონსულტაციო კომპანიები (Dechert Georgia (შემდგომში შპს ემ ჯი იურიდიული ოფისი), White & Case, Port Consultants Rotterdam, Maritime & Transport Business Solutions B.V.ა ა.შ.), რომლებიც სრულად არიან ჩართულნი პროექტში, იცნობენ პროექტის ყველა დეტალს და მიზანშეწონილია, რომ სწორედ აღნიშნულ/ასეთ კონსულტანტებთან მოხდეს თანამშრომლობის გაგრძელება, რაც დაზოგავს სააგენტოს დამატებით არაგონივრულ ფულად რესურსსა და დროს, ასევე შესაძლებელია ხელშეკრულებ(ებ)ი გაფორმდეს ახალ მაღალ კვალიფიკაციის/რეპუტაციის მქონე საერთაშრისო საფინანსო ან/და საკონსულტაციო ან/და იურიდიულ კომპანიებთან“, — წერია გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტებში.



გასული წლის ოქტომბერში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობდა, რომ მთავრობას აქვს სურვილი, ანაკლიის პორტის ინვესტორების შესარჩევად 2022 წელს საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადოს. გარდა ამისა, პროექტში ახალი ინვესტორის მოზიდვის მიზნით განიხილება, რომ მთავრობის მონაწილეობა უფრო მეტად წონადი იქნება.



დუბაიში მიმდინარე ექსპო 2020-ის ფარგლებში, სწორედ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე იყო საუბარი გლობალურ, საკონტეინერო-სატერმინალო ოპერატორ კომპანია DP World-თან. ნათია თურნავას თქმით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს, როგორც ლოგისტიკური განვითარების კუთხით რეგიონული ლიდერის პოტენციალს შეეხო და კომპანიის წარმომადგენლებმა ინტერესი გამოთქვეს, რომ დეტალურად გაეცნონ ანაკლიასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი კვალავაც ინარჩუნებს მაღალ ბიზნეს-მიმზიდველობას.



მთავრობა 2022 წელს რომ გეგმავს ანაკლიის პროექტის ირგვლივ ნაბიჯების გადადგმას, ეს ბიუჯეტის პროექტიდანაც ჩანს. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის 1.5 მლნ ლარია გათვალისწინებული. საიდანაც 8 დასაქმებულის შრომის ანაზღაურებაზე 2022 წელს 62 ათასი ლარით მეტი იქნება, ვიდრე წელს იყო და 162 ათასი ლარი გახდება. ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მომავალ წელს „გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განვითარების ხელშეწყობა და ახალი საინვესტიციო ხელშეკრულებების მონიტორინგი“, სწორედ ამ მიზანს მოხმარდება აღნიშნული თანხა.




მიუხედავად მთავრობის ოპტიმისტური განწყობისა, რომ ანაკლიის პორტით ახალი ინვესტორის დაინტერესებას და პროეტზე მუშაობის დაწყებას შეძლებენ, შეგახსენებთ, რომ მსგავსი ჩანაწერი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც იყო, მაშინ ასევე ხაზგასმით მიუთითებდნენ, რომ „დაიწყება ანაკლიის საზღვაო, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტი, რომელიც არა მხოლოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაუმჯობესებაზე, არამედ გაზრდის ქვეყნის როლს რეგიონში და აქცევს მას ლოგისტიკურ ცენტრად“.



აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ საქართველოს მთავრობის დაკვეთით, კომპანია MTBS-მა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პოტენციალთან დაკავშირებით ახალი კვლევა ჩაატარა, თუმცა როგორც ირკვევა, აღნიშნული კვლევა კონფიდენციურია და სახელმწიფო მის შედეგებს არ გაასაჯაროებს. საკონსულტაციო კომპანია MTBS-სთან კვლევის მომზადების თაობაზე ხელშეკრულება 2021 წლის მაისში გაფორმდა, 1-ელ ივნისს კი მოსამზადებელ დოკუმენტს კონფიდენციური ინფორმააციის სტატუსი მიენიჭა.



„ყველა ეს გაუთავებელი კვლევა-შესწავლა დროის გაწელვის და ანაკლიის პროექტის დასამარების მიზნით ხდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გასული წლის მაისში დაიქირავა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS (Maritime & Transport Business Solutions B.V.), რომელსაც უნდა ჩაეტარებინა ახალი კვლევა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პოტენციალთან დაკავშირებით, უფრო კონკრეტულად კი, უნდა განეახლებინა ანაკლიის პროექტისთვის ტვირთნაკადების პროგნოზი და ბიზნეს-მოდელი, ასევე, უნდა შეემუშავებინა ახალი მარკეტინგის სტრატეგია და საჯარო-კერძო პარტნიორობის ოპტიმალური მოდელი. სამუშაოს დასრულების ვადა განსაზღვრული იყო 8-9 კვირის ფარგლებში. ფაქტობრივად, ეს გადაწყვეტილება ნიშნავდა ანაკლიის პროექტის ეფექტიანობაში ეჭვის შეტანას და პროექტის განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების გადავადებას. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოს შესრულებიდან გავიდა რამდენიმე თვე, მთავრობა არაფერს ამბობს ამ კვლევის შესახებ და უმალავს მის შედეგებს ჩვენს მოქალაქეებს“, - ამის შესახებ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.



პროექტის ირგვლივ კითხვები აქვს, ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს და „ანაკლია სითის“ ყოფილ ხელმძღვანელ ქეთი ბოჭორიშვილსაც. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ტენდერის გამოცხადების შესახებ მუდმივად გვესმის მსჯელობა, თუმცა რეალური ნაბიჯები არ იდგმება.



„საჭიროა ყველა ვეცადოთ, რომ ეს პროექტი გამოვიდეს და როგორმე მოხდეს შეთანხმება. თავიდანვე უნდა მოხდეს საერთაშორისო ბანკების და საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობა, რადგან მსგავი პროექტების განხორციელება ასეთი ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია. რაც უფრო ადრე ჩაერთვებიან და თავიანთ პირობებს დადებენ, ეს უფრო რეალისტურს გახდის მას. ჯერჯერობით არ ჩანს, რომ მთავრობა რაიმე კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, მათ შორის არც ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის კუთხით, ამიტომ მუდმივად იმაზე საუბარი, რომ ტენდერი დღეს ან ხვალ დაიწყება, არაფერს გვაძლევს. ყოველ შემთხვევაში, გარედან არ ჩანს, რომ რაიმე კეთდებოდეს რეალური ინვესტორის მოსაზიდად“, - აღნიშნა ქეთი ბოჭორიშვილმა.



აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რის შემდეგაც კონსორციუმმა და მისმა ერთ-ერთმა ინვესტორმა ბობ მეიერმა საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართეს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა ამ პროექტის განხორციელება შეაჩერა, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მოუტანა. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და მუდმივად არის საუბარი პროექტის განახლების შესახებ, თუმცა უშედეგოდ.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up