„ჩვენი საბაჟო გამშვები პუნქტები უკვე აწყობილია ერთი ფანჯრის პრინციპზე და მთელი საბაჟო პროცესი ციფრულად მუშავდება“

„ჩვენი საბაჟო გამშვები პუნქტები უკვე აწყობილია ერთი ფანჯრის პრინციპზე და მთელი საბაჟო პროცესი ციფრულად მუშავდება“

access_time2022-06-30 12:40:00

„საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად მონაწილეობს უმაღლესი დონის ევროპის სატრანსპორტო ფორუმში, სადაც მიმდინარე ვითარებასთან ერთად განიხილება უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილი ახალი გამოწვევები. ფორუმის მონაწილეებს გავუზიარეთ ინფორმაცია საქართველოს იმ მიღწევებისა და პროგრესის შესახებ, რომლის შედეგადაც ქვეყანა წარმატებით ართმევს თავს ახალ რეალობას,“-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საფრანგეთის ქალაქ ლიონში მიმდინარე ევროპის სატრანსპორტო დღეების (Connecting Europe Days 2022) ფარგლებში სადისკუსიო პანელში მონაწილეობის შემდეგ განაცხადა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის სატრანსპორტო (ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის - TEN-T) ფორუმი, საფრანგეთის ქალაქ ლიონში, 28-30 ივნისს, ევროკომისიის ორგანიზებით გაიმართა.


ღონისძიების მიზანია პოლიტიკოსებმა, სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ინდუსტრიისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა იმსჯელონ ტრანსპორტისა და მობილობის საკითხებზე ევროკავშირის მიერ „ევროპული მწვანე შეთანხმებითა“ და „ჭკვიანი მობილობის სტრატეგიით“ დასახული ამოცანების მისაღწევად. ევროპის სატრანსპორტო ფორუმი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრების სადისკუსიო პანელით გაიხსნა. დისკუსიის მთავარო თემა სატრანსპორტო კავშირებზე უკრაინის ომის გავლენა და პანდემიის შემდგომი გაჯანსაღების პროცესი იყო. დისკუსიას უძღვებოდა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი, ჰენრიკ ჰოლოლეი.



დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირებზე ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომის შედეგები, იმსჯელეს ამ შედეგების ეფექტიანი გადაწყვეტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის მოდერნიზების შესაძლებლობებზე.



ირაკლი ქარსელაძემ დისკუსიის მონაწილეებს გააცნო საქართველოს საერთაშორისო საგზაო ქსელის მდგომარეობა და მისი განვითარების გეგმები. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ინსტიტუციური მიღწევები და ეკონომიკური წინსვლა აღიარებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებით; წარმატებით გრძელდება ტრანს-ევროპული ქსელის შემადგენელი აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის განვითარება, რომლის 51% უკვე აშენებულია, წლის ბოლოს დასრულებული იქნება 63%, ხოლო 2023 წელს საერთაშორისო საგზაო დერეფნის 76% იქნება აშენებული. მან აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში 70 კმ მაგისტრალური გზა გაიხსნა, რამაც გადაადგილების დრო 1 საათით უკვე შეამცირა.




„მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების გეგმაზომიერი განვითარება, რამდენიმე წელიწადში, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო საგზაო დერეფანს. შესაბამისად, უსაფრთხო და დაუბრკოლებელი გადაადგილება კიდევ უფრო უზრუნველყოფილი იქნება,“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.



მინისტრმა ასევე, ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად საქართველოს სახმელეთო და სარკინიგზო სატრანსპორტო გადაზიდვების ზრდაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სახმელეთო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასა და ქვეყნის საბაჟო-გამშვებ პუნქტებს აქვთ როგორც არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების, ისე კიდევ უფრო გაზრდილი სატვირთო ნაკადების სათანადოდ გატარების რესურსი.



„ჩვენი საბაჟო გამშვები პუნქტები უკვე აწყობილია ერთი ფანჯრის პრინციპზე და მთელი საბაჟო პროცესი ციფრულად მუშავდება. ეს გვაძლევს საშუალებას საქართველოს მხარეს მომხმარებელმა სრული საბაჟო პროცესი 3-დან 5 წუთამდე გაიაროს,“-განაცხადა მინისტრმა.



ირაკლი ქარსელაძე, ფორუმის ფარგლებში, ევროკომისიის წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up