მიმდინარე კვირიდან საწვავის ფასი 5-10 თეთრით გაიზრდება

მიმდინარე კვირიდან საწვავის ფასი 5-10 თეთრით გაიზრდება

access_time2022-01-31 20:00:00

მიმდინარე კვირიდან ქვეყანაში საწვავის ფასი 5-10 თეთრით გაიზრდება. ნავთობიმპორტიორ კომპანიებში საწვავის ფასის ზრდის მიზეზად ნავთობის გაძვირებას ასახელებენ.


“თებერვლის პირველ რიცხვებშივე ნაწილობრივ მოხდება ფასების ზრდა. იმის გათვალისწინებით, რომ გაყიდვების კუთხით ქვეყანაში იანვრის თვე არ არის აქტიური, დეკემბრის მარაგები გვაძლევდა საშუალებას, რომ შეგვენარჩუნებინა სტაბილურობა, თუმცა ახალ შესყიდვებზე, რომელიც უკვე იანვარში განხორციელდა და თებერვალში მოხდება მათი რეალიზაცია, ბუნებრივია აისახება გაზრდილი ნავთობპროდუქტების ფასები“,- აცხადებს „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.


თავის მხრივ, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის გაზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული დისბალანსია. მეორე მხრივ, ფასის მატებაზე გავლენა ახლო აღმოსავლეთში სანავთობო ინფრასტრუქტურის დაზიანებამ იქონია. ენერგეტიკული ბაზრების შეფერხებას გარკვეულწილად ახდენს რუსეთ-უკრაინას შორის არსებული ესკალაციის რისკიც.



„ნავთობის ამჟამინდელი ფასი 2014 წლის ოქტომბრის შემდგომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. OPEC+ იმ ვალდებულებას რომელიც აიღო ნავთობის წარმოების გაზრდასთან დაკავშირებით, დეკემბრისა და ოქტომბრის თვეში, შეიძლება ითქვას რომ ვერ ასრულებს“,- აცხადებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.


ახლა ყურადღება OPEC-ის შეხვედრისკენაა მიმართული, რომელიც 2 თებერვალს ონლაინ რეჟიმში გაიმართება. შეხვედრაზე ნავთობმწარმოებლები უნდა შეთანხმდნენ, გაიზრდება თუ არა ნავთობის დღიური წარმოება, რათა საერთაშორისო ბაზარზე შესაძლებელი გახდეს ნავთობის ფასის მზარდი ტემპის შეკავება. ამ ეტაპზე, 1 ბარელი ნავთობის ფასი $90-ს აჭარბებს. Bank of America-ს ანალიტიკოსების განცხადებით, გლობალური ენერგეტიკული კრიზისი 2014 წლის შემდეგ პირველად, ბარელზე ფასის $100-მდე გაზრდას შეუწყობს ხელს.


შეგახსენებთ, რომ გასული წლის დასაწყისიდან საქართველოში საწვავის ფასმა ზრდა დაიწო და ნოემბრის მიწურულს 1 ლიტრი ბენზინის ფასმა 3 ლარს 15-20 თეთრით გადააჭარბა, რასაც "ვისოლისა" და სხვა კომპანიების მიმართ საპროტესტო კამპანია მოჰყვა.


businessformula.ge

თეგები:
საწვავი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up