წელს აბასთუმნის ობსერვატორია ვიზიტორებს ახალ  სივრცეებს შესთავაზებს

წელს აბასთუმნის ობსერვატორია ვიზიტორებს ახალ სივრცეებს შესთავაზებს

access_time2023-02-28 22:00:42

„გასულ წელს მთელი ზაფხულის განმავლობაში დაახლოებით 10 000-მდე ვიზიტორი გვყავდა, მათ შორისაა სასკოლო ჯგუფები, სტუდენტები, სხვადასხვა ორგანიზაციები, უცხოელი  ტურისტები და დამსვენებლები“ -  ამის შესახებ „კომერსანტთან“ აბასთუმნის ობსერვატორიის მენეჯერმა და მთავარმა ასტრონომმა ვაჟა ყულიჯანაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ობსერვატორია დამთვალიერებელს დღის და ღამის ტურებს სთავაზობს.

 

„გვაქვს დღის ექსკურსიები, რომელიც დილის 11 საათზე იწყება და საღამოს 6 საათამდე გრძელდება, გვყავს  სპეციალურად შერჩეული გიდები, რომლებიც დღის განმავლობაში მოსულ სტუმრებს ობსერვატორიის ისტორიას აცნობენ, აჩვენებს ერთ-ერთ პირველ ტელესკოპს, აცნობს მისი მუშაობის პრინციპს.  ეს არის 40 სანტიმეტრიანი  რეფრაქტორი, რომელიც ღამის ტურში 00:00 საათიდან 1 საათამდე პერიოდში ხელს გვიწყობს სხვადასხვა პლანეტების და მთვარის დანახვაში, თუმცა აქ მნიშვნელოვანია , რომ ცა მოწმენდილი იყოს. ასევე გვაქვს სპეციალური მუზეუმი, რომელიც დამთვალიერებელს ძალიან საინტერესო  ტურებს სთავაზობს. ზოგადად  ობსერვატორიაში დატვირთვა ძალიან დიდია,“ - აღნიშნა ვაჟა ყულიჯანაშვილმა.

 

როგორც ყულიჯანაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, ობსერვატორია დამთვალიერებელს მიმდინარე წელს ბევრ სიახლეს შესთავაზებს. მისი თქმით, ობსერვატორიის მიერ ახალ სივრცეებზე გამოცხადებულ  ტენდერში იტალიურმა კომპანიამ გაიმარჯვა. როგორც ობსერვატორიის მენეჯერი ამბობს იგეგმება ძველი ტელესკოპის AZT 11-ის დემონტაჟი, მის მაგივრად კი დაიდგმება ახალი 1.50 მეტრიანი ტელესკოპი, რომელზეც ავსტრიული კომპანია მუშაობს. აღნიშნული ტელესკოპის მართვა სრულიად ავტომატიზებული იქნება.

 

„ტენდერში ერთ-ერთმა იტალიურმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომელსაც წინა კვირას ვუმასპინძლეთ, დაათვალიერეს  ჩვენი სივრცეები, ნახეს  სრულიად გარემონტებული AZT-11-ის  შენობა, იქ  გაკეთდება ციფრული მუზეუმი, დაგვემატება კიდევ რამდენიმე ახალი სივრცე, ეზოში გავაკეთებთ მზის საათს, პლანეტარულ სისტემას. წელს ძალიან გადატვირთული წელი გვექნება, ფაქტობრივად ხდება ძველი 1,25 მეტრიანი ტელესკოპის AZT 11-ის დემონტაჟი და მის  ნაცვლად დაიდგმება  სრულიად  თანამედროვე 1,50 მეტრიანი ტელესკოპი, რომელიც იქნება სრულიად ავტომატიზებული, მისი მართვა  შესაძლებელია დისტანციურად და მის სამართავად ობსერვატორიაში ყოფნა  საჭირო არაა. ასევე დამონტაჟდება ახალი გუმბათი. ეს  პროექტი  წლის ბოლომდე უნდა  დასრულდეს. ასევე  გეგმაში გვაქვს ბევრი სხვა პროექტიც, მაგალითად  „გლაზენაპის კოშკი“  გადმოვიტანეთ მისი  ძველი ადგილიდან.   როგორც  სამუზეუმო ექსპონატი  და იქაც  ვაპირებთ  ტურისტული  სივრცის  მოწყობას, იმედი  გვაქვს, რომ  ამ  ყველაფერს შევასრულებთ“, - აღნიშნა ვაჟა ყულიჯანაშვილმა.


 

ყულიჯანაშვილის თქმით, ახალი ტელესკოპის პროექტი 3 მილიონ ევრომდე  ჯდება, რომელიც საქართველოს  მთავრობის  და მსოფლიო  ბანკის ჩართულობით  ხორციელდება. ყულიჯანაშვილი ასევე  აღნიშნავს, რომ  ობსერვატორიის  ტერიტორიაზე იგეგმება სასტუმროების რემონტი, ასევე  განთავსდება სასადილო და კაფე-ბარები. 


ყულიჯანაშვილმა კომერსანტთან საუბრისას აღნიშნა, რომ აბასთუმნის  ობსერვატორია ილიაუნის  დაქვემდებარებაში  აღარაა.


ხოლო  რაც  შეეხება  უცხოელ  ვიზიტორებს ყულიჯანაშვილი ამბობს, რომ ობსერვატორიას  ხშირად სტუმრობენ რუსები,  უკრაინელები, გერმანელები და იტალიელები, თუმცა სხვადასხვა ქვეყნიდანაც ბევრი  დამსვენებელო ჩამოდის.

 

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up