მიმდინარე წელს ჩვენი პროდუქცია 8-10%-ით გაძვირდა - „ჩირინა“

მიმდინარე წელს ჩვენი პროდუქცია 8-10%-ით გაძვირდა - „ჩირინა“

access_time2022-09-02 15:00:18

„ჩვენ ძირითადად ქათმის ხორცს ვაწარმოებთ, ჩვენთან მიმდინარე წელს ფასზე წლიური ნამატი, დაახლოებით  8-10% -ია, რაც ენერგომატარებლებზე ფასის ზრდით და ქათმების საკვებზე ფასის ზრდით არის გამოწვეული“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინას” დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა. მისი თქმით „ჩირინას“ ქათმის საკვები ძირითადად უკრაინიდან შემოჰქონდა, ეს ბაზარი კი დღეს შეჩერებულია.

 

„ჩვენი პროდუქციაზე ფასის ზრდა გამოიწვია იმან, რომ ენერგომატარებლებზე ფასი გაიზარდა. მაგალითად გაზი დაახლოებით 30% - ით გაძვირდა, ჩვენ ფასი ეროვნულ ვალუტაში გვაქვს დაფიქსირებული, ხორბლის ფასი გაიზარდა, სიმინდის ფასი გაიზარდა.  ჩვენთან ფასში 60-70%  არის საკვების ფასი, რისი ტენდენციაც დღეს მზარდია  და ალბათ  კიდევ  გაიზრდება.

 

გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინა საკვების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმწოდებელია  და ეს ბაზარი საქართველოსთვის  ფაქტობრივად  გათიშულია,  რუსეთიდან შემოტანა კი გართულებულია, რადგან რუსეთმა კვოტირება  გააკეთა, საექსპორტო გადასახადი გაზარდა და ა.შ. თვითღირებულება გაგვეზარდა.  საერთაშორისო ბაზარზე  ძალიან მძიმე მდგომარეობაა,  მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა საკმაოდ მაღალია მომავალში წარმოებას ვერ გავზრდით. ბაზარზე დიდი გაურკვევლობაა. გაურკვევლობაა ასევე საფინანსო პოლიტიკის კუთხითაც, ჩემთვის გაუგებარია რა კურსი იქნება შემდეგ წელს, ჩვენ რასაც ვიძენთ, იქნება ეს საკვები, წამლები, ვაქცინა და ა.შ. დოლარზე ვიძენთ“,  -  აღნიშნა რევაზ ვაშაკიძემ.

 


რაც  შეეხება „ჩირინას“ გაყიდვებს ვაშაკიძე ამბობს, რომ კომპანიის გაყიდვების დიდი წილი, 60-%-ი ადგილობრივ ბაზარზე მოდის, 40%-ი კი აზერბაიჯანსა და  სომხეთში ექსპორტზე გადის. მისი თქმით. გაყიდვები სტაბილურია „ვერ ვიტყვი, რომ ხალხის შემოსავლები და გაყიდვები გაიზარდა, სტაბილურად  მივდივართ“, - აღნიშნა რევაზ ვაშაკიძემ.

 

ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“  დეკემბრიდან სოსისის მაღაზიებს გახსნის, როგორც  რევაზ ვაშაკიძემ აღნიშნა კომპანია ამ ეტაპზე  ლოკაციების შერჩევის პროცესშია, თავდაპირველად მაღაზიები დედაქალაქში გაიხსნება და საწყის ეტაპზე მათი რაოდენობა 6 იქნება.

 

საქსტატმა დღეს წლიური ინფლაციის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, აგვისტოში წინა წელთან შედარებით ფასების საერთო დონე 10.9%-ით გაიზარდა. კონკრეტული ჯგუფების მიხედვით, ფასები ყველაზე მკვეთრად არის მომატებული სურსათის ჯგუფზე, სადაც მატება 15.8%-ს აღწევს. ჯგუფში სურსათი და უალკოჰოლო სასმელებიი ყველა ძირითადი სასურსათო პროდუქტის ღირებულება გაზრდილია, ჯგუფში ფასები 1,8 პროცენტით გაიზარდა რაც  წლიურ ინფლაციაზე 5,14 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (32.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (20.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (20.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (19.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (18.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.6 პროცენტი), თევზეული (13.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.1 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-9.6 პროცენტი);



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up