“მინდა, რომ საქართველოში ყველა ინოვაციაზე და ახალი ბიზნესის დაწყებაზე საუბრობდეს“ -  დიმიტრი ქუმსიშვილი

“მინდა, რომ საქართველოში ყველა ინოვაციაზე და ახალი ბიზნესის დაწყებაზე საუბრობდეს“ - დიმიტრი ქუმსიშვილი

access_time2022-05-31 13:30:33

„2014 წლიდან ჯერ კიდევ როგორც მოხელემ, ჩვენ ინოვაციების და დაწყებითი ბიზნესის მიმართულებით ძალიან აქტიური მუშაობა დავიწყეთ, 2016 წელს შეიქმნა საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო, შეიქმნა პირველი საგრანტო პროექტები და დღეს ეს პროექტები საკმაოდ წარმატებულია“, -  ამის შესახებ რადიო“კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში “ბრენდი საქართველო“ ინოვაციების საინვესტიციო ფონდის მმართველმა პარტნიორმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, თუ პირველ ნაკადებში გროვდებოდა  მხოლოდ  20 მონაწილე,  დღეს თითო ნაკადში  გროვდება 100 და მეტი მონაწილე და  ფინალში 40-50 მონაწილე გადადის. ქუმსიშვილი აღნიშნავს, რომ მაშინაც და დღესაც მტკიცედ სწამს, რომ საქართველო უნდა გახდეს ინოვაციების და ბიზნესის ქვეყანა და ამისთვის საქართველოს ყველანაირი პოტენციალი გააჩნია. 


„როდესაც  ჩვენ  GITA-ს იდეა გაგვქონდა, პოლემიკა  ეხებოდა იმას, რომ ჩვენ ვართ ძალიან  პატარა  ქვეყანა და  ჩვენ  ქვეყანაში არ შეიძლება, რომ ინოვაციური იდეები დაიბადოს, თუმცა მე  კატეგორიული წინააღმდეგი ვარ  ამ  აზრის და  ამ იდეის  და ამის ნათელი მაგალითია  ბალტიის ქვეყნები, სადაც  ჩვენ ტოლ ქვეყნებში  ძალიან  ბევრი  უნიქორნია  (კომპანია რომლის ღირებულებამ  მილიარდს  გადააჭარბა).

დღეს რასაც  მე ვაკეთებ და  ძალიან დიდ დროს  ვუთმობ, არის სწორედ ინოვაციური და  დაწყებით ბიზნესების ეკოსისტემის განვითარება, ჩვენ  ვპარტნიორობთ  სტარტაპ  ბიუროსთან, რომელსაც აქვს  ძალიან  კარგი  მიმართულება. თვითონ ამ ეკოსისტემის  განვითარებას  თუ  შევხედავთ, იქ  არის  ძალიან ბევრი კომპონენტი, რომელიც საბოლოო ჯამში უნდა შეივსოს იმისათვის, რომ წარმატებულად განვითარდეს. ყოვეთვის ვამბობ, რომ მინდა საქართველო იყოს ინოვაციების ერი, სადაც  ყველა  საუბრობს ინოვაციაზე, ახალი ბიზნესის  დაწყებაზე და რაც  შეიძლება  მეტი  წარმატებული  ბიზნესი გამოდის და  სამუშაო  ადგილებს  ქმნის”, -  აღნიშნა დიმიტრი  ქუმსიშვილმა.


ქუმსიშვილის განმარტებით, სტარტაპ ბიურო  დღეს  არის კომპანია, რომელიც  ინოვაციებში და დაწყებით ბიზნესში ღონისძიების ჩატარების 30-მდე  საერთაშორისო ლიცენზიას ფლობს,  რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს მასშტაბით  ჩამოყალიბდა  ფორმატები, რომელიც  მის  მონაწილეებს  აძლევს  საშუალებას, რომ სწორად  გადმოსცენ  თავიანთი გამოცდილება,  წარმატება  თუ  წარუმატებლობა, ან სწორად  დაიგეგმოს  შეჯიბრი იმისთვის, რომ გამოვლინდეს საუკეთესო და საზოგადოებას მუდმივად ჰქონდეს შეხება ინოვაციებთან და დაწყებით ბიზნესთან. 



„მაგალითად  არის  იაპონური  ფორმატი, რომელიც  გვაძლევს  შესაძლებლობას, რომ გადმოვცეთ ჩვენი წარმატების ისტორია, ამ ფორმატზე ჩვენ ვიწვევთ  წარმატებულ ადამიანებს, მათ ვინც თავიანთი ბიზნესი 3-4  წლის  წინ დაიწყეს და ამ ბიზნესის  წარმატებით წარმართვა და შემდეგ ინვესტორების მოზიდვა მოახერხეს, ან საერთაშორისო  ასპარეზზე  გავიდნენ და  შესაბამისად ეს  ადამიანები თავიანთ  განვლილ გზას აცნობენ აუდიტორიას.

არსებობს  მექსიკური  ფორმატი, რომელიც  ძალიან წარმატებული  ღონისძიებაა,  სადაც  ჩვენ  წარუმატებლობის  ისტორიებს ვყვებით და ვიცით  რომ ბიზნესში   წარმატების  ისტორიასთან  ერთად  ძალიან მნიშვნელოვანია წარუმატებელი ისტორიების გაზიარებაც, რადგან ჭკვიანმა  კაცმა სხვის  შეცდომებზე  უნდა  ისწავლოს. არის ფორმატი  future agro  challenge. ეს  არის  საერთაშორისო  კონკურსი ინოვაციების აგრო მიმართულებით და  მისი  საბოლოო  ღონისძიება ტარდება საბერძნეთში, სადაც მთელი  მსოფლიოდან იკრიბება  ინოვაციები აგრო მიმართულებით და იქ  ვლინდება  გამარჯვებული. ამ  ფორმატის  ლიცენზიის  მფლობელიც არის  სტარტაპ ბიურო და  საქართველოში  აწყობს  შეჯიბრს, სადაც  ჟიური ავლენს  გამარჯვებულს, იმისთვის, რომ შემდეგ მათ საქართველო საბერძნეთში წარადგინონ“, - აღნიშნა დიმიტრი  ქუმსიშვილმა. 


ქუმსიშვილის თქმით, მთელი ეს ფორმატები იძლევა იმის  შესაძლებლობას, რომ ადამიანებმა  მუდმივად  იფიქრონ ახალ  წამოწყებაზე და  იცოდნენ, რომ კარგ  იდეას  გაგრძელების  შესაძლებლობა  ყოველთვის  აქვს.


ქუმსიშვილის განმარტებით, ინოვაციების  განვითარებისთვის ძალიან მმნიშვნელოვანია, როგორც  ფორმალური, ასევე  არაფორმალური განათლება, მისივე თქმით ინოვაციების  ბიუროს  ფორმატებს  შორის  არის  Nasa-ს ჰაკათონი, რომლის ლიცენზიასაც  სტარტაპ ბურო ფლობს. Მისივე  თქმით, სტარტაპ ბიუროს ყველა ფორმატი ემსახურება არაფორმალურ განათლებას, თუმცა  ფორმალურ განათლებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის რომ ქვეყანაში ბევრი ბიზნესის  დაწყება იყოს  შესაძლებელი, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი.


“უდავო  ფაქტია, რომ  ფული  არ ქმნის სამუშაო ადგილებს, სამუშაო ადგილებს  ქმნის  ცოდნა და მხოლოდ  ცოდნას  შეუძლია  სამუშაო  ადგილების  შენარჩუნება. 

ამიტომ, Როდესაც მათ შორის ფისკალურ სტიმულზე ვსაუბრობთ, ფისკალურ სტიმულს შეუძლია დროებით მოიტანოს ახალი სამუშაო ადგილები, მაგრამ თუ აღნიშნულ  ფისკალურ  სტიმულს არ  მოყვა  გამოცდილების და ცოდნის  დაგროვება, მაშინ უბრალოდ ეს ფული დაიხარჯება იმ რაღაც  კონკრეტულ  პერიოდში , შეიძლება  ეკონომიკური  ზრდაც  ჰქონდეს ქვეყანას,  დროებით შეიქმნება სამუშაო ადგილებიც, თუმცა  ეს  შემდეგ  გაქრება. 

თავის დროზე  მსოფლიო ბაკთან  ამ მიმართულებით  მქონდა  დისკუსია, სადაც  დაჟინებით ვითხოვდით,  რომ  მსოფლიო  ბანკის და  სხვა  დონორი  ორგანიზაციების  ტენდერები გამოცხადებულიყო ისე, რომ ჩვენ ქვეყანაში მომხდარიყო კომპეტენციების და  ცოდნის  დაგროვება და ეს მნიშვნელოვანია, როდესაც  შენ  ახორციელებ  ამხელა  ინფრასტრუქტურულ პროექტებს  უნდა  დაგრჩეს  რამდენიმე  კომპანია  მაინც,  რომელსაც  შეუძლია შენ  ქვეყანაშიც  ასეთი ზომის  ინფრასტრუქტურული  პროექტების  განხორციელება და შენი  ცოდნის  ექსპორტზე  გატანაც. 

გამოცდილების  გაზიარება, ცოდნის  გაზიარება და  შეჯიბრებითობა, ეს  არის  სწორედ  ის  ფორმატები, რომელიც  აქვს  სტარტაპ ბიუროს და  სტარტაპ ბიურომ წელიწადში  უნდა  აკეთოს  70-80-90 ღონისძიება  იმისათვის, რომ მთელი საქართველოს  მასშტაბით  ისმოდეს  ხმა იმისა, რომ  ინოვაციური  შეკრებაა, საზოგადოებაც  ინოვაციურ თემებზე უნდა საუბრობდეს და ამის გარშემო ერთიანდებოდეს”, -  აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



თაკო კვაჭანტირაძე







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up