„მინდა ვურჩიო მოსახლეობას, აქტიურად გააგრძელონ ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით“

„მინდა ვურჩიო მოსახლეობას, აქტიურად გააგრძელონ ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით“

access_time2022-09-01 21:00:00

„ბოლო ერთი კვირის მანძილზე მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც წინა კვირეებში, კერძოდ: დღეში საშუალოდ ფიქსირდებოდა 1 მილიონამდე COVID ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება, რაც პანდემიის პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ სრული ვაქცინაციის და ომიკრონის შტამებით გამოწვეული დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის გათვალისწინებით ცოტა მაინც არ არის“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე წერს.



„საქართველოში COVID-19-ის ეპიდსიტუაცია რჩება სტაბილური, ახალი შემთხვევების მცირე მატების ტენდენციით, კერძოდ ბოლო ერთი კვირის მანძილზე გამოვლინდა 13 737 ახალი შემთხვევა მაშინ, როდესაც წინა კვირას იყო 12 535 ახალი შემთხვევა. სადღეისოდ ქვეყანაში არის COVID-ის 13 299 აქტიური შემთხვევა. მათგან კლინიკებში მკურნალობს 930 პაციენტი (7%), ხოლო დანარჩენი 12 369 პაციენტი მკურნალობს ბინაზე. ბოლო 1 კვირის მანძილზე სულ ჩატარებულია 76 704 ტესტი, დადებითობის მაჩვენებელია 17,91%, ხოლო ე.წ. რეპროდუქციის ინდექსი (RT): 1.08, რაც ინფექციის ზომიერ გავრცელებაზე მიუთითებს.



რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - COVID ახალი შემთხვევების მატების და ვაქცინაციით დაბალი მოცვის მიუხედავად, საქართველოში უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე. კერძოდ ბოლო კვირაში (და არა ერთ დღეში) იყო გარდაცვალების მხოლოდ 3 (სამი) შემთხვევა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია საქართველოსთვის და არამარტო საქართველოსთვის - ძალიან ბევრი ქვეყნისთვის, COVID პანდემიის ბოლო 2 წლის მანძილზე (წინა კვირეებში იყო გარდაცვალების 6-8 შემთხვევა, რაც ასევე ძალიან დაბალია). ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო კვირაში ყოველი 4000-მდე COVID-19-ით ავადმყოფისგან საშუალოდ მხოლოდ ერთი ავადმყოფის (0.025%) გადარჩენა ვერ ხერხდება, რაც თითქმის არ აღემატება გრიპის ეპიდემიების დროს გარდაცვალების მაჩვენებელს. რა თქმა უნდა, გარდაცვალების ასეთი ძალიან დაბალი მაჩვენებლის მუდმივად შენარჩუნება ადვილი არ იქნება, მაგრამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად შევინარჩუნოთ რაც შეიძლება დაბალ ნიშნულზე, რათა თავიდან ავიცილოთ COVID-19-ის ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე.



სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID- უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი ჯანდაცვის სისტემის მიერ, უკლებლივ ყველა პაციენტს მიეწოდება დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და ჩვენებების შემთხვევაში ხდება მათი პროაქტიური მკურნალობა ყველაზე თანამედროვე მედიკამენტებით და მეთოდებით. ჩვენ, ცალკეული პირების მხრიდან სერიოზული მცდელობის მიუხედავად, კატეგორიული უარი ვთქვით იმ მედიკამენტების (ივერმექტინი, ფლუვოქსამინი, ფავიპირავირი, აზითრომიცინი, ავიპტადილი და სხვ.) გამოყენებაზე, რომელთა ეფექტიანობა არ არის დადასტურებული სერიოზული კლინიკური კვლევებით და არა აქვთ ავტორიტეტული მარეგულირებლების (FDA, EMA და სხვ.) რეკომენდაცია. განსაკუთრებით გაუმართლებელი და არაკორექტული მცდელობა იყო რიგი კლინიკის ხელმძღვანელებისა და ექსპერტების მხრიდან ავიპტადილზე. სამაგიეროდ საჭირო დროს და საჭირო ჩვენებებით ფართოდ ვიყენებდით და ვიყენებთ პაქსლოვიდს, რემდესივირს, მონოკლონურ ანტისხეულებს, ბარიციტინიბს, ტოცილიზუმაბს და სხვა სიცოცხლის გადამრჩენ მედიკამენტებს. სწორედ ამის შედეგია, რომ ბოლო ოთხი თვის მანძილზე ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები ბევრად ნაკლებია ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში.




ნიშანდობლივია, რომ ანგაჟირებული ტელევიზიები და ცალკეული ე.წ. ექსპერტები საქართველო COVID გარდაცვალების შემთხვევების მატების ან ავადმყოფების ჰოსპიტალიზაციაში 2-3 დღიანი შეფერხებების შექმნისთანავე (ასეთი შეფერხებები უცხოეთის წამყვან ქვეყნებში გაცილებით უფრო მეტი იყო) დაუფარავი კმაყოფილებით და ნიშნის მოგებით აკრიტიკებდნენ საქართველოს ჯანდაცვას და ამბობდნენ, რომ COVID პანდემია ძალიან ცუდად იმართება. იგივე ადამიანები ბოლო 5 თვის მანძილზე ხმას არ იღებენ და მაქსიმალურად აიგნორირებენ ქვეყანაში COVID-ის ძალიან წარმატებულ კლინიკურ მართვას. რას იზამ, ბოღმიან ადამიანებს რა გამოლევს, მაგრამ ეს ჩვენ ნაკლებად გვაღელვებს. ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ჩვენთვის მთავარია მოსახლეობის COVID უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. ისე. მაინც მინდა მოვიყვანო COVID-ის მართვაში ყველაზე წარმატებული ზოგიერთი ქვეყნის ბოლო 4 თვეში გარდაცვალების მაჩვენებლები 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით: აშშ (147 გარდაცვალება 4 თვეში 1 მილიონ მოსახლეზე), დიდი ბრიტანეთი (190), გერმანია (135), ისრაელი (99), ფინეთი (294), ავსტრია (135), დანია (130), შვედეთი (97), ისრეალი (99), იაპონია (80), სამხრეთ კორეა (77) და სხვ. საქართველოში სულ 23 გარდაცვალება ბოლო 4 თვის მანძილზე 1 მილიონ მოსახლეზე გადანგარიშებით.



მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ საქართველოში ბოლო თვეებში დაფიქსირებულ COVID-19-ის ერთეულ გარდაცვალების შემთხვევებსაც თითქმის ყოველთვის ადგილი ჰქონდა იმ პაციენტებში, რომლებმაც გვიან ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება, გვიან შევიდნენ ან საერთოდ არ შესულან კომუნიკაციაში ექიმთან და შესაბამისად დაგვიანებით მიმართეს COVID კლინიკას. პრაქტიკულად არცერთ ავადმყოფთან, რომლებმაც პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და დადებითი პასუხის შემთხვევაში პირველივე დღეებში ჰქონდათ კომუნიკაცია ექიმთან და ასრულებდნენ მათ რეკომენდაციებს, მათ შორის ჩვენებების შემთხვევაში იღებდნენ პაქსლოვიდს ან რემდესივირს, ლეტალური შედეგი არ დამდგარა. შესაბამისად, უკიდურესად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პიროვნებამ, ვისაც გამოუვლინდება COVID-19-ის სიმპტომები, დაუყოვნებლივ ჩაიტაროს ტესტი COVID-ზე.



მინდა ვურჩიო მოსახლეობას, აქტიურად გააგრძელონ ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით.



მინდა დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს, ყველა COVID- კლინიკას და COVID-19-ით ყველა პაციენტს, პირველივე სიმპტომის გაჩენისთანავე ჩაიტარონ ტესტირება და სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ პაქსლოვიდი ან რემდესივირი. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID-19-ით პაციენტის სიცოცხლეს“ – წერს თენგიზ ცერცვაძე „ფეისბუქში“.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up