„მინდა ვურჩიო მოსახლეობას, აქტიურად გააგრძელოს COVID ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით“

„მინდა ვურჩიო მოსახლეობას, აქტიურად გააგრძელოს COVID ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით“

access_time2022-11-02 22:00:00

„COVID პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება მსოფლიოშიც და საქართველოშიც. ბოლო თვეებში მსოფლიოში აღინიშნებოდა COVID ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების კლების ტენდენცია, თუმცა კვლავ ფიქსირდება ყოველდღიურად 300-400 ათასი ახალი შემთხვევა და 1000-დან 1500-მდე გარდაცვალება. ბოლო კვირეებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში (გერმანია, იტალია, საფრანგეთი და სხვ.) იზრდება კორონავირუსით დაინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა და უახლოეს კვირეებში მოსალოდნელია კორონავირუსის ახალი ტალღა, რომელიც ომიკრონის შტამის ახალი ქვევარიანტით (სავარაუდოდ BQ.1.1) იქნება გამოწვეული. რამდენად გამართლდება ასეთი პროგნოზი, ჯერ უცნობია. საქართველოში ოქტომბრის თვეში ფიქსირდებოდა COVID ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია - საშუალოდ 200-დან 500-მდე ახალი შემთხვევა დღეში“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე წერს.



„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში უკვე მე-7 თვეა სტაბილურად ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე შემდგომი კლების ტენდენციით. ასე მაგალითად: ბოლო კვირაში იყო 3 გარდაცვალება, ხოლო ბოლო 1 თვის განმავლობაში - სულ 13 გარდაცვალება, ანუ ორ დღეში 1 გარდაცვალებაზე ნაკლები.



სადღეისოდ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი ჯანდაცვის სისტემის მიერ. უკლებლივ ყველა პაციენტს მიეწოდება დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და ჩვენებების შემთხვევში ხდება მათი პროაქტიური მკურნალობა ყველაზე თანამედროვე მეთოდებით და მედიკამენტებით (პაქსლოვიდი, რემდესივირი, დექსამეტაზონი, ბარიციტინიბი, ტოცილიზუმაბი და სხვ.).



სწორედ ამის შედეგია, რომ ბოლო შვიდი თვის მონაცემებით, მათ შორის ბოლო 1 თვის მონაცემებითაც ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები (50 გარდაცვალება ბოლო 7 თვეში და 3,3 გარდაცვალება ბოლო ერთ თვეში) ბევრად ნაკლებია ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის ისეთ COVID-19-ის მართვაში სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყნებთან შედარებითაც კი, როგორიცაა აშშ (255 გარდაცვალება ბოლო 7 თვეში და 29 გარდაცვალება ბოლო 1 თვეში 1 მილიონ მოსახლეზე), დიდი ბრიტანეთი (404 გარდაცვალება და 47 გარდაცვალება), გერმანია (277 გარდაცვალება და 43 გარდაცვალება), საფრანგეთი (222 გარდაცვალება და 28 გარდაცვალება), ისრაელი (138 გარდაცვალება და 8 გარდაცვალება), ფინეთი (615 გარდაცვალება და 105 გარდაცვალება), შვედეთი (217 გარდაცვალება და 41 გარდაცვალება), დანია (280 გარდაცვალება და 46 გარდაცვალება), იაპონია (149 გარდაცვალება და 15 გარდაცვალება), სამხრეთ კორეა (252 გარდაცვალება და 15 გარდაცვალება), ავსტრალია (368 გარდაცვალება და 17 გარდაცვალება), ლიტვა (223 გარდაცვალება და 33 გარდაცვალება ), ლატვია (258 გარდაცვალება და 36 გარდაცვალება), ესტონეთი (210 გარდაცვალება და 44 გარდაცვალება), ავსტრია (555 გარდაცვალება და 25 გარდაცვალება) და სხვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვის ძირითადი ინდიკატორი - COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტი - ე.წ. CFR (Case fatality rate) საშუალოდ მთელი პანდემიის მანძილზე (და არა ბოლო 7 თვეში) 1%-ზე ნაკლებია (0.94%), რაც მსოფლიოს 111 ქვეყანაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია.




მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ საქართველოში ბოლო თვეებში დაფიქსირებულ COVID-19-ის ერთეულ გარდაცვალების შემთხვევებსაც თითქმის ყოველთვის ადგილი ჰქონდა იმ პაციენტებში, რომლებმაც გვიან ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება, გვიან შევიდნენ ან საერთოდ არ შესულან კომუნიკაციაში ექიმთან და შესაბამისად დაგვიანებით მიმართეს COVID კლინიკას. პრაქტიკულად არცერთ ავადმყოფთან, რომლებმაც პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და დადებითი პასუხის შემთხვევაში პირველივე დღეებში მიმართეს ექიმს და ასრულებდნენ მის რეკომენდაციებს, მათ შორის ჩვენებების შემთხვევაში იღებდნენ პაქსლოვიდს ან რემდესივირს, ლეტალური შედეგი არ დამდგარა.



შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში პრაქტიკულად მიაღწია COVID-ის, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექციის მართვას. რაც ნიშნავს, რომ COVID-ით გამოწვეული სიკვდილობა, მისი ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე პრაქტიკულად არ აღემატება ან მხოლოდ ცოტათი აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციების, მაგალითად გრიპის, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის და სხვ. ეპიდემიებით გამოწვეულ შესაბამის მაჩვენებლებს.



მინდა დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს, ყველა COVID- კლინიკას და COVID-19-ით ყველა პაციენტს, პირველივე სიმპტომის გაჩენისთანავე ჩაიტარონ ტესტირება და სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ პაქსლოვიდი ან რემდესივირი. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID-19-ით პაციენტის სიცოცხლეს.
მინდა ვურჩიო მოსახლეობას, აქტიურად გააგრძელოს COVID ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით“ – წერს თენგიზ ცერცვაძე „ფეისბუქში“.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up