''დღეს სიტუაცია ძალიან დამძიმდა და ნატურალური პროდუქტები, გადარჩენის ერთადერთი გზაა'' - „მინი აგროჰაბი“ ახალგაზრდა  ფერმერისგან

''დღეს სიტუაცია ძალიან დამძიმდა და ნატურალური პროდუქტები, გადარჩენის ერთადერთი გზაა'' - „მინი აგროჰაბი“ ახალგაზრდა ფერმერისგან

access_time2021-05-31 17:15:16

ბახტრიონის ქუჩაზე ახალგაზრდა ფერმერის ბრენდის ქვეშ ნატურალური ხორცის, რძის ნაწარმის და ხილ-ბოსტნეულის პირველი მაღაზია იხსნება. 


„კომერსანტი“ დეტალებისთვის ახალგაზრდა ფერმერს, ირაკლი ვაშაყმაძეს დაუკავშირდა, როგორც მან აღნიშნა 5-6 წელია რაც მცირე მეურნეობით არის დაკავებული და საბოლოოდ მაღაზიის გახსნის გადაწყვეტილებამდე მივიდა. 



„როგორც კახეთში, ასევე კრწანისში -  რუსთავის გზაზე ჩემი მეურნეობა მაქვს, ვაწარმოებთ ნატურალურ პროდუქტებს, ჩავერთე „აწარმოე საქართველოს” პროექტში და გავიმარჯვე, “ახალგაზრდა ფერმერის” ბრენდის ქვეშ ვხსნი კეთილმოწყობილ მაღაზიას. მაღაზიაში მექნება ხილ-ბოსტნეული, ახალი ხორცი, რძის პროდუქტები, ყველაფერი ნატურალური, მაღაზიის გახსნას სავარაუდოდ ივნისის შუა რიცხვებიდან ვგეგმავთ. 5-6 წელიწადზე მეტია რაც  მეურნეობით ვარ დაკავებული, აგროზარალების მიმართულებით ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში ვმუშაობდი, საბოლოოდ მივედი იმ  გადაწყვეტილებამდე, რომ ეს  მაღაზია გამეკეთებინა.“ -  აღნიშნა ირაკლი ვაშაყმაძემ.




ახალგაზრდა ფერმერი ამ ეტაპზე კადრების შერჩევის პროცესს აწარმოებს და სავარაუდოდ უახლოეს მომავალში რამდენიმე ადამიანს დაასაქმებს, იქნება ეს ყასაბი, მოლარე - კონსულტანტი თუ სხვა. გარდა ამისა, ირაკლი ვაშაყმაძე ფიქრობს, რომ მიუხედავად დიდი კონკურენციისა ბაზარზე თავს მარტივად დაიმკვიდრებს, რადგან მომხმარებელს მხოლოდ ჯანსაღ და ნატურალურ პროდუქტს შესთავაზებს, ხოლო ნატურალური პროდუქციის მიმართ მომხმარებლის ინტერესი საკმაოდ მაღალია. 



“მე ჩემ მეურნეობაზე ვარ პასუხისმგებელი, ვიცი, რომ აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტი მაქვს, რადგან ბუნებრივ ნაკელსაც არ ვიყენებ სასუქად. რა თქმა უნდა იქნება ისეთი, პროდუქტიც, რომელიც ჩემი წარმოებული არ არის, მაგალითად ბანანი და ანანასი, მოგეხსენებათ მათი მოყვანის საშუალებას საქართველოს კლიმატი არ იძლევა. მათ გარეშე კი მომხმარებელს დავკარგავ, ამიტომ აქცენტი ნაწილობრივ ჭრელ პროდუქციაზეც მაქვს. ზოგადად დღეს სიტუაცია ძალიან დამძიმდა და ნატურალური პროდუქტები გადარჩენის ერთადერთი გზაა.


რაც შეეხება მომხმარებლის დაინტერესებას საკმაოდ დიდია, მესამე წელია რაც “ახალგაზრდა ფერმერის” სახელით სოციალურ ქსელში გვერდი მაქვს, რომელსაც 5000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, ამ პერიოდის მანძილზე ეს ადამიანები სულ აქტიურობდნენ და მაღაზიის გახსნას გვთხოვდნენ. ბაზრის სამ წლიანმა კვლევამ მიბიძგა, რომ ეს საქმე დამეწყო. ადგილიც ისეთი შევარჩიეთ, რომ რეალურად არც ამ ქუჩაზე და არც პარალელურ ქუჩაზე არ შეიძლება, რომ ვინმე ჩემ კონკურენტად აღვიქვა, რა თქმა უნდა, ყველას ვისაც ხილ-ბოსტანი აქვს ჩვენ კონკურენტად მოიაზრება, მაგრამ ჩვენი მაღაზიის ინტერიერიც განსაკუთრებულია, მინი აგრო ჰაბის მსგავსს ვაკეთებთ, რა თქმა უნდა ამხელა ქსელის კონკურენტად თავს არ ვთვლით, მაგრამ ძალიან ბევრი გამორჩეული პროდუქტი გვექნება”
 -  აღნიშნა ირაკლი ვაშაყმაძემ.


თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up