30 წლის იუბილეზე MINI-მ გასაოცარი საზღვაო კაბრიოლეტი - Seaside Edition-ი წარმოადგინა. მანქანის დიზაინი ზღვითაა შთაგონებულია. ახალი პროდუქტის შესახებ დეტალები კომპანიის ვებგვერდზე გამოჩნდა.
MINI-მ თავისი პირველი კაბრიოლეტი ზუსტად 30 წლის წინ გამოუშვა. მოდელმა კაბრიოლეტების მოყვარულებში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
MINI Convertible Seaside Edition-ს 18 დიუმიანი ორტონიანი Pulse Spoke დისკები, ექსკლუზიური ფერი და გვერდებზე დეკორატიული თეთრი ზოლები აქვს. ბამპერის უნიკალური დიზაინი ბრენდის სტუდიაში შეიქმნა. მოდელი 8.8 დიუმიანი საინფორმაციო დისპლეით და Premium Plus პაკეტითაა აღჭურვილია.
Seaside Edition 2.0-ლიტრიანი Cooper S ბენზინის ძრავით იქნება წარმოდგენილი, რომელიც 178 ცხ.ძ. 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას სულ რაღაც 7,2 წამში გამოიმუშავებს.
MINI Convertible Seaside Edition-ის პირველი მანქანა გაყიდვაში 2023 წლის მარტში გამოჩნდება და მისი ფასი დიდ ბრიტანეთში 34 500 ფუნტიდან იქნება.