„მინიმალური სიმპტომების - თავის ტკივილის, ადვილად დაღლის, გულის ფრიალის, გამოვლენისთანავე სასურველია ექიმს მიმართოთ“

„მინიმალური სიმპტომების - თავის ტკივილის, ადვილად დაღლის, გულის ფრიალის, გამოვლენისთანავე სასურველია ექიმს მიმართოთ“

access_time2022-11-18 12:45:34

კვლევების თანახმად, მოზრდილი ადამიანების დაახლოებით 30-45%-ს არტერიული ჰიპერტენზია აწუხებს. ეს დაავადება ქალების 20%-ს და მამაკაცების 24%-ს აღენიშნება. ასაკის მატებასთან ერთად არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულთა რიცხვი მატულობს და საერთო მაჩვენებელი 60%-ს აჭარბებს. ეს იმიტომ, რომ დაბერებასთან ერთად ადამიანს ნაკლებად აქტიური ცხოვრების წესი აქვს და წონაში იმატებს. ეს ფაქტორები კი არტერიულ ჰიპერტენზიასთან პირდაპირ კავშირშია.

 

სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წელს მსოფლიოში 1.13 მილიარდ ადამიანს ჰქონდა არტერიული ჰიპერტენზია. ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში, ამავე წლის მონაცემებით, 150 მილიონი არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევა იყო. ნავარაუდებია, რომ 2025 წლისთვის მსოფლიოში არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულთა რიცხვი 15-20%-ით გაიზრდება და 1.5 მილიარდს მიაღწევს.

 

არტერიული ჰიპერტენზიის სიმპტომების, პრევენციის, რისკებისა და მკურნალობის შესახებ „კომერსანტი“ „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელ რამაზ ბათავანს ესაუბრა. ბატონ რამაზს, საქართველოსა და ირანის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში, 30 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს და „ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების გადაუდებელი კარდიოვასკულური დახმარების ასოციაციის“ წევრია.

 

 

რა არის არტერიული ჰიპერტენზია, რა ხდება ამ დროს?

 

არტერიული წნევის დონე 140/90 მმ. ვწყ. სვ (ვერცხლისწყლის სვეტის მილიმეტრი) და ამ მაჩვენებელზე მეტი არის არტერიული ჰიპერტენზია. ორგანიზმის აქტივობისას, სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით, არტერიული წნევა ორგანიზმის ფიზიოლოგიური საჭიროების მიხედვით იცვლება. მაგალითად, ფიზიკური დატვირთვის დროს წნევა იმატებს, ხოლო მოსვენებისას - ნორმას უბრუნდება. არტერიული ჰიპერტენზიის დროს წნევა ფიზიოლოგიურ მდგომარეობასთან შეუსაბამოდ მაღალია.

 

რა არის ნორმა ქალებსა და მამაკაცებში?

 

არსებობს ოპტიმალური და ნორმალური არტერიული წნევის ცნებები. ოპტიმალურია წნევა, თუ ის 120-/80-ს არ აღემატება. ნორმალური წნევის მაჩვენებელი 120-139/80-85-ის ფარგლებში მერყეობს. 18-იდან 40 წლამდე ქალების ნორმა - 110/68-აა, ამავე ასაკის მამაკაცებში - 119/70-ი, ხოლო 60 წელზე მეტი ასაკის ქალებსა და მამაკაცებში - 135/70-ის ფარგლებშია.

 


რა სიმპტომები ახასიათებს არტერიულ ჰიპერტენზიას? ზოგჯერ ადამიანი ვერ გრძნობს ვერაფერს და ამ დროს აქვს მკვეთრად მაღალი არტერიული წნევა. ეს რისი ნიშანია და რა ზომები უნდა იქნეს მიღებული?

 

არტერიული ჰიპერტენზია უმთავრესად ასიმპტომურად იწყება. ამიტომ, მოზრდილი ასაკის პოპულაციაში მომატებული წნევის გამოსავლენად პერიოდული სკრინინგის ჩატარებაა მნიშვნელოვანი.

 

პაციენტები არტერიული წნევის მომატებისას თავის ტკივილს, თავბრუსხვევას და სუნთქვის გაძნელებას უჩივიან. ზოგჯერ მომატებული არტერიული წნევა შეიძლება ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი გახდეს.

 

პაციენტების ერთი ნაწილი მაღალ არტერიულ წნევას ვერ გრძნობს. ზოგჯერ ამბობენ, რომ ასეთ წნევას მიჩვეულები არიან და წნევის დამწევი პრეპარატების მიღებას ერიდებიან. ასეთი მსჯელობა არასწორია, რადგან მძიმე გართულებების საშიშროება არსებობს.

 

რა გართულებები შეიძლება ახლდეს არტერიულ ჰიპერტენზიას?

 

არტერიულ ჰიპერტენზიას სათანადო კონტროლისა და მკურნალობის გარეშე  მრავალი გართულება ახლავს. მათ შორის ინსულტი (იშემიური ან ჰემორაგიული), მიოკარდიუმის ინფარქტი, სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, მაგისტრალური სისხლძარღვის - აორტის კედლის დაზიანება, გულის უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, მხედველობის გაუარესება და სხვა.

 

რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?

 

ვინაიდან არტერიული ჰიპერტენზია ხშირად უსიმპტომოდ იწყება, რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია და სათანადო სკრინინგის ჩატარება. მინიმალური სიმპტომების, მაგალითად - თავის ტკივილის, ადვილად დაღლის, გულის ფრიალის გამოვლენისთანავე სასურველია ექიმის ინფორმირება და საჭირო კვლევების ჩატარება.

 

როგორია მკურნალობის თანამედროვე მეთოდები?

 

ასეთ დროს 24 საათიანი ამბულატორიული წნევის მონიტორინგის ჩატარებაა რეკომენდებული. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია არტერიული ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზის დადგენა. რაც შეეხება მკურნალობას, არსებობს სხვადასხვა ჯგუფის წნევის დამწევი პრეპარატები, რომელთა შერჩევა პაციენტის კლინიკური და ლაბორატორიული კვლევების გათვალისწინებით ინდივიდუალურად ხდება. დაუშვებელია თვითმკურნალობა, რადგან წნევის დამწევ პრეპარატებს სარგებლის გარდა, გვერდითი ეფექტები აქვს. ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის შერჩევა აუცილებლად ექიმთან კონსულტაციით უნდა მოხდეს.

 

რა პრევენციული ზომები უნდა იქნას მიღებული, რომ არტერიული ჰიპერტენზია თავიდან ავიცილოთ?

 

არტერიული წნევის პრევენციის მიზნით პირველ რიგში საჭიროა ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, ჭარბი წონის კორექცია, შეძლებისდაგვარად, სტრესული მდგომარეობის თავიდან აცილება, ზომიერი და რეგულარული ფიზიკური აქტივობა, საკვებ რაციონში სუფრის მარილის შეზღუდვა, რაფინირებული შაქრისა და შაქრის შემცველი პროდუქტების შემცირება, ბოსტნეულის შემცველობის გაზრდა და სისხლში ქოლესტერინის დონის კონტროლი.

 

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up