„მინიმალური ხელფასის დაწესება წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ქვეყნიდან კადრების გადინების შესაჩერებლად არასაკმარისი“  -  რევაზ კარანაძე სამედიცინო პერსონალის ხელფასზე

„მინიმალური ხელფასის დაწესება წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ქვეყნიდან კადრების გადინების შესაჩერებლად არასაკმარისი“ - რევაზ კარანაძე სამედიცინო პერსონალის ხელფასზე

access_time2022-11-25 16:15:18

„მინიმალური ხელფასის დაწესება წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყნიდან კადრების გადინება შეჩერდეს, რადგან შრომა კოლოსალურია და ხელფასი დაბალი“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ჯანდაცვის და მომსახურების  სფეროების სოლიდარობის ქსელის გენერალურმა დირექტორმა რევაზ კარანაძემ ექიმების და ექთნების ხელფასზე საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, ექთნების და ექიმების პროფესია ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობაა. როდესაც  ხელფასი 300-400 ლარია, ადამიანს რამდენიმე სამსახურში ერთდროულად  უწევს მუშაობა, შესაბამისად სამედიცინო გადაცდომებიც ხდება.


„როდესაც ადამიანი არ ისვენებს, შეუძლებელია მან შეცდომა არ დაუშვას. რაც პირდაპირ პაციენტის უფლებებს ურტყამს, რადგან ექთნების უფლებები პაციენტის უფლებებთან პირდაპირ კავშირშია.


როდესაც ადამიანს  კოლოსალური შრომა უწევს და დაფასება აქვს ნული , ის  იძულებულია დატოვოს პროფესია და ქვეყნიდან წავიდეს.  მისთვის უფრო მარტივი და კონკურენტუნარიანიც არის,  რომ  მაგალითად სამხრეთ ევროპაში მომვლელად დაიწყოს მუშაობა და ჰქონდეს 800-900 ევრო.  მაგრამ  აღსანიშნავია ისიც, რომ იქაც ძალიან  რთული  პირობებია. რაც ეხება საქართველოს, როდესაც  კლინიკაში ბევრ  ექთანს ვხედავთ, მათი 99%  არის  ექიმის სტუდენტია, რომლებიც კლინიკაში სტაჟირებას გადიან“, - აღნიშნა რევაზ კარანაძემ.


კარანაძის თქმით, სექტორი ყოველთვის აღნიშნავდა იმას, რომ პანდემია სამედიცინო  სექტორისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო და მან მნიშვნელოვნად  დაარტყა არა ექიმებს, არამედ ექთნებს, რადგან საქართველოში სტატისტიკის თანახმად ისედაც  ექთნების დეფიციტია.


„როდესაც  პანდემია დაიწყო ექთნების ხელფასი ისევ ისეთი მიზერული იყო. 10 წელზე მეტია, რაც საქართველოში ექთანს ხელფასი არ  ეზრდება და  300-400 ლარზე მუშაობენ. პანდემიის  დროს  ამ ადამიანებს ახალ ვირუსთან მოუწიათ  შერკინება, რომლის მკურნალობის  გზებიც ჯერ  არ  იცოდნენ და ბევრი მათგანი სამუშაო ადგილზე დაიღუპა.



პანდემიის დროს ძალიან კარგი ნაბიჯი  გადადგა  მთავრობამ და დანამატები გამოყო, რომელიც  კერძო კლინიკებს ეძლეოდათ, შრომის ინსპექციის  დასკვნებში ჩანს, რომ ეს თანხები უჩინარდებოდა და ექთნებამდე არ მიდიოდა და ექთნები 1400 -1600 ლარის  ნაცვლად  800 და 500 ლარებზე მუშაობდნენ“, - აღნიშნა რევაზ კარანაძემ.


კარანაძემ რეგიონებში  არსებულ  სიტუაციაზეც  ისაუბრა და განმარტა, რომ რეგიონებში  ძალიან მძიმე  ვითარებაა და ექთნის ანაზღაურება 150-20 ლარია, რაც დღევანდელ პირობებში წარმოუდგენელია.


„ამ საკითხზე  კერძო  სექტორიც საუბრობს და მიესალმება ექთნებსა და  ექიმებზე  მინიმალური  ხელფასის  დაწესებას,  თუმცა მათ ამ ნაბიჯის  გადადგმა და პრობლემის  გადაჭრა დიდი ხანია შეუძლიათ. კარგია, რომ ეს ანაზღაურება იზრდება, მაგრამ ეს ცხოვრებისთვის საკმარისი არ არის, ჩვენ დავთვალეთ  საცხოვრებლად საკმარისი  ხელფასი და  ეს  უნდა იყოს 1252 ლარი, თუმცა ეს კვლევა 2020 წელს  ჩავატარეთ და ამ ორ  წელიწადში გაზრდილი ინფლაციის ფონზე ეს უკვე  საკმარისი აღარ არის.


საქართველოს სტატისტიკის  სამსახური არ ცნობს და არც იცის  რა არის  ე.წ.  საცხოვრებელი ხელფასი,  ჩვენთან ითვლიან  საარსებო მინიმუმს, რაც გვჭირდება  გადარჩენისთვის და რა გვჭირდება ცხოვრებისთვის, ამას არავინ არ ითვლის.


იმედია, რომ  ისეთი მონოპოლისტი, როგორც  ჰოსპიტალურ ბაზარზე არის  ევექსი  ამ რეგულაციას მიყვება, იმიტომ რომ  დღეს ამ საკითხს ევექსიც მიესალმება, თუმცა  წლების მანძილზე ევექსი იყო ექსპლუატატორი“, - აღნიშნა რევაზ კარანაძემ.


კარანაძის თქმით,  თუ ადამიანის სამსახურში შენარჩუნება გინდა, მას მხოლოდ საარსებო მინიმუმი არ უნდა გადაუხადო, რომელიც საკვებზე ფარავს  მხოლოდ 2000 კალორიას, რაც არის პური, წყალი, მაკარონი და ზეთი. მისივე  თქმით ადამიანს ხელფასი უნდა  ჰყოფნიდეს განათლებაზე, კვებაზე, მგზავრობაზე, ტანსაცმლის შეძენაზე და ა.შ.


„ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანები ახალს არაფერს ყიდულობენ და 95% ამბობს რომ მათ უწევთ  ვალების  აღება, რომ მათ  ყოველწლიური  საჭიროება  დაიკმაყოფილონ.


2020 წლის მონაცემებით ეს თანხა გადასახადების გარეშე 1272 ლარს შეადგენდა, თუმცა 2022 წლის ბოლოს  ინფლაციის  გათვალისწინებით გაცილებით მაღალია“,- აღნიშნა რევაზ კარანაძემ.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up