ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური არ ასახელებს კლინიკებს, რომელთაც კოვიდის მართვისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ათვისებას ედავებიან.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე კლინიკამ დავალიანება უკვე გადაიხადა და ისინი თანხას სრულად დაფარავენ.
„ვერც თანხას დავასახელებ და ვერც კლინიკებს. როცა გადაწყდება დავები, ოფიციალურად გეცნობებათ. ჩვენ იმ კლინიკების სია გამოვაქვეყნეთ, რომლებმაც კოვიდდანამატები ექიმებს არ გადაუხადეს. საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ეს საზოგადოებისთვის ცნობილი ყოფილიყო. ამ მიმართულებით შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე კლინიკამ უკვე გადაიხადა, სხვა კლინიკებთან შეთანხმება მიმდინარეობს და ეს თანხები სრულად იქნება გადახდილი. რაც შეეხება სამართლებრივ დავას, ამ მიმართულებით აუდიტის სამსახური მუშაობს და ყველა შემთხვევაზე ინფორმირებული იქნებით“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
წყარო: bpn.ge/