მინისტრის მოადგილე კლინიკების დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლას სექტემბრიდან აანონსებს

მინისტრის მოადგილე კლინიკების დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლას სექტემბრიდან აანონსებს

access_time2022-06-28 09:30:00

სექტემბრის დასაწყისიდან კლინიკების დაფინანსების „დიარჯი“ მეთოდზე ეტაპობრივად გადასვლა სავსებით რეალისტურია – ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა გააკეთა.


მისი თქმით, დიარჯიზე გადასვლა 2 და 3 თვეში შეუძლებელია, თუმცა მასზე მუშაობა 2022 წლის დასაწყისში არ დაწყებულა, 2017 წლიდან დაიწყო და პროცესი პანდემიის გამო შეჩერდა. შესაბამისად, როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, პროცესი 3-4 თვის წინ გაგრძელდა და რადგან სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შესრულებულია, სექტემბრიდან მისი დანერგვა შესაძლებელია. ამასთან, ღუდუშაურის თქმით, კლინიკებს ძირითადი პრობლემები 520-ე დადგენილებასთან აქვს, რომელსაც ისინი მიღების პერიოდშივე, 2019 წელში პრობლემურად მიიჩნევდნენ, რადგან ტარიფები არაადეკვატური იყო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იმ პირობებზე საუბრობს, რომლითაც სამინისტრო მზადაა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკები ინდექსირებული ტარიფებით დააფინანსოს.


„ვიცით, რომ კლინიკებს პრობლემები აქვთ. გვაქვს შეხვედრები მათთან და შევჯერდით შემდეგ მეთოდოლოგიაზე: სამინისტრო მუშაობს რეანიმაციის სტანდარტის შემუშავებაზე, რომლის მიხედვითაც მომსახურების ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს. არის ხარისხობრივი და ინფრასტრუქტურული მოთხოვნები. სამუშაოები თითქმის დასრულებულია და ასოციაციებთან და კლინიკებთან ერთად გავდივართ მუხლებს, რომ შეჯერებულ პოზიციაზე მივიდეთ. მოლოდინია, რომ უახლოეს კვირებში ეს სტანდარტი დაინერგება და შევთანხმდებით. თუ კლინიკებ დანერგავენ ამ ახალ სტანდარტს და რეგულირების სააგენტო დაუდასტურებს ამ სტანდარტებთან შესაბამისობას, პარალელურ რეჟიმში შეეძლებათ ინდექსირებული, განახლებული ტარიფებით მიიღონ ანაზღაურება.


ინდექსაციის კონკრეტული თარიღი სამინისტროს მხრიდან არ გაჟღერებულა, თუმცა დიდი ალბათობით ივლისში რეანიმაციის განახლებული სტანდარტი გამოქვეყნდება და როცა შეძლებენ, ამ განახლებული სტანდარტით გაუწიონ სერვისი პაციენტებს, შეეძლებათ ინდექსირებული ტარიფით ისარგებლონ,“ – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.



520-ე დადგენილება, რომელიც სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოქირურგიულ და რეანიმაციულ სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს, ძალაში 2019 წლის 21 ნოემბრიდან შევიდა. სამინისტროს მიერ დაწესებულმა ტარიფებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.


ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა კი განაცხადა, რომ კლინიკების დაფინანსება დიაგნოზთან შეჭიდულ მოდელზე, დიარჯი- სისტემაზე გადავა, თუმცა მანამდე განიხილება საკითხი, რომ იმ კლინიკებს, რომლებიც რეანიმაციის ახალ სტანდარტს დააკმაყოფილებენ, რეანიმაციის სერვისებზე ტარიფები გაუზარდონ.


jandacva.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up