მინისტრის მოადგილე - წისქვილების დიდი ნაწილის მუშაობა შეჩერებულია, მაგრამ მათი უმრავლესობა გადაერთო ფქვილის შემოტანაზე და ეს პრობლემა კომპლექსურადაა გადაჭრილი

მინისტრის მოადგილე - წისქვილების დიდი ნაწილის მუშაობა შეჩერებულია, მაგრამ მათი უმრავლესობა გადაერთო ფქვილის შემოტანაზე და ეს პრობლემა კომპლექსურადაა გადაჭრილი

access_time2022-06-10 19:00:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, „ხორბლისა და ფქვილის ასოციაციასთან“ კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და სახელმწიფოს ინტერესია, რომ წისქვილკომბინატები ამუშავდეს.



კითხვაზე, ხომ არ არის რაიმე გადაწყვეტილება მიღებული „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ მიერ მთავრობის ადმინისტრაციაში ფქვილის იმპორტისა და ხორბლის იმპორტის გადასახადებს შორის არსებულის სხვაობის ნიველირების შესახებ, ხანიშვილი ამბობს, რომ „საუბარია პარიტეტზე, რის შესახებაც გადაწყვეტილების მიღებაც შეიძლება“.



მისი თქმით, „პრიორიტეტია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი პური და ქვეყანაში შემოვიდეს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იაფი ფქვილი“.




„როდესაც ლევან სილაგავამ წერილი შემოიტანა, მაშინაც იმართებოდა ეს კომუნიკაციები, პარალელურ რეჟიმში მანამდეც ვმუშაობდით და შემდგომაც. ლევან სილაგავასთან კომუნიკაცია გვაქვს ყოველდღიური რეჟიმში. ამ პროცესში პულსზე გვიდევს ხელი, ვხედავთ, რა ხდება. სახელმწიფოს ინტერესია, რომ წისქვილკომბინატები ამუშავდეს და ქვეყანაში დამატებითი ღირებულება შეიქმნას. ჩვენ ვაკვირდებით მსოფლიო ბაზრებზე მიმდინარე მოვლენებს და ვიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს.



რაც შეეხება წისქვილკომბინატებს, წისქვილების დიდი ნაწილის მუშაობა შეჩერებულია, მაგრამ ხორბლის მცირე რაოდენობა დღესაც შემოდის ქვეყანაში, რაც წისქვილების მუშაობას ნაწილობრივ უზრუნველყოფს. ახალი ხორბლის მოსავალიც მოდის. ამავე დროს ვფიქრობთ, რომ წისქვილების აბსოლუტური უმრავლესობა ასევე გადაერთო ფქვილის შემოტანაზე, ასე რომ კომპლექსურადაა ეს პრობლემა გადაჭრილი, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებული სიტუაციის გაუმჯობესებაზე მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ როგორც ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციასთან, ისე პურის მწარმოებელ ორგანიზაციებთან“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.



ცნობისთვის, „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ“ რამდენიმე კვირის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში კიდევ ერთი წერილი შეიტანა. ასოციაციის დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, სექტორის მთავარი წინადადება ისაა, რომ ფქვილის იმპორტისა და ხორბლის იმპორტის გადასახადებს შორის არსებული სხვაობის ნიველირება მოხდეს.


ipn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up