26 თებერვალს, მინსკთან მდებარე მაჩულიშის სამხედრო აეროდრომზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ RBC-უკრაინა იუწყება.
აეროდრომი ბელორუსის დედაქალაქიდან 12 კილომეტრში მდებარეობს. შედეგად დაზიანდა რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი და თოვლის გამწმენდი მანქანები.
ადგილზე სამხედრო და საგზაო პოლიციის ეკიპაჟები მუშაობენ. ისინი გამვლელ მანქანებს ამოწმებენ.