ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა და რთულ გზაზე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. მიშელის თქმით, მოლდოვა რუსეთის სამიზნე გახდა.
"რუსეთი აგრძელებს უკრაინის თავისუფალ ხალხზე თავდასხმას. მოლდოვაზე დიდი გავლენა მოახდინა რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ. თქვენ სულ უფრო ხშირად ხდებით რუსეთის მავნე დაზვერვის სამიზნე. ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთი და მისი მარიონეტები სულ უფრო მეტად ცდილობდნენ თქვენი ქვეყნის დესტაბილიზაციას, ენერგეტიკის, კიბერშეტევების, საპროტესტო აქციების მოწყობას და სხვა დამაზიანებელ ქმედებებს. და ჩვენ მკაცრად ვგმობთ თქვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობებს.” - ამბობს შარლ მიშელი.
მიშელის თქმით, მოლდოვის ხელისუფლება რუსულ საფრთხეს სიმტკიცითა და გამბედაობით უმკლავდება და ევროკავშირი ქვეყნის მხარდაჭერას არა მარტო სიტყვით, არამედ ქმედებითაც აგრძელებს.