„მისკუზმა“ პირველი ქართული გორგოლაჭების მაღაზია გახსნა

„მისკუზმა“ პირველი ქართული გორგოლაჭების მაღაზია გახსნა

access_time2022-05-03 15:00:44

მისკუზი • miscusi სამი გოგოსგან შემდგარი გუნდია, რომელიც პირველ ქართულ ეკომეგობრულ ოთხთვლიან გორგოლაჭებს აწარმოებს, სტარტაპმა 30 აპრილს არენა სპორტკომპლექსის ტერიტორიაზე საქართველოში წარმოებული გორგოლაჭების პირველი მაღაზიაც გახსნა. „კომერსანტი“ “მისკუზის“ თანადამფუძნებელს მარიამ ქემოკლიძეს კომპანიის საქმიანობაზე, მისი შექმნის იდეასა და საქართველოში გორგოლაჭების მიმართ საზოგადოების ინტერესზე ესაუბრა.

 

2015 წელს, როდესაც მარიამი სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, მან და მისმა მეგობრებმა „დისკო ივენთის“ მოწყობა გადაწყვიტეს, სადაც ოთხთვლიანი გრგოლაჭებით მისვლა სურდათ, თუმცა საქართველოში მსგავსი პროდუქტი არ მოიძებნებოდა, შემდეგ 2017 წელსაც ჰქონდათ იგივე  სურვილი და 4 თვლიან გორგოლაჭებს ვერც მაშინ მიაკვლიეს, ბოლოს გადაწყვიტეს, რომ პროდუქტი თვითონ შეექმნათ და  ქართველი მომხმარებლისთვის  შეეთავაზებინათ. 2020 წელს „აწარმოე საქართველოს“ გრანტზე განაცხადი  შეიტანეს და 30 000 ლარის დაფინანსებაც მოიპოვეს.

 



„იდეა 2015 წელს გაგვიჩნდა, როდესაც სამხატვრო აკადემიაში „დისკო ივენთი“ გავაკეთეთ, მაშინ დრეს კოდს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდით, გვინდოდა ღონისძიებაზე განსაკუთრებულად ჩაცმულები მივსულიყავით და მოვიფიქრეთ რომ ოთხბორბლიანი გორგოლაჭები ჩაგვეცვა, მაგრამ პროდუქტი საქართველოში ვერ ვიშოვეთ. შემდეგ  გავიდა ორი  წელი და ორი  წლის  მერე  კიდევ  გავაკეთეთ  იგივე  თემატიკის ღონისძიება და გორგოლაჭები ისევ  ვერ  ვიშოვეთ, მაგ  წელსვე წავედით  ევროპაში  სამოგზაუროდ და აღმოვაჩინეთ  დარბაზი, სადაც  გორგოლაჭებით სრიალებდნენ.  თავიდან იდეაში დარბაზის გაკეთება გვქონდა, თუმცა  რომ დავიწყეთ და  მოვიძიეთ რაღაცები მივხვდით, რომ  ეს  პროდუქტი  საქართველოში  არ იშოვებოდა, გამოწერა კი ძალიან ძვირი, განბაჟების და  ტრანსპორტირების გარეშე დაახლოებით 300 დოლარი ჯდებოდა. ამიტომ რაღაც უნდა შეგვეცვალა, მერე  2020 წელს „აწარმოე საქართველომ“ საგრანტო კონკურსი  გამოაცხადა და  მაშინ დავარეგისტრირეთ  როგორც  საწარმო,  მაშინ  ვიწყებდით  თვითონ  გორგოლაჭის  შესწავლასაც და  ისე  მოხდა,  რომ მოვიპოვეთ  გრანტი, გავაკეთეთ  საწარმო და დავიწყეთ  გორგოლაჭზე  მუშაობა. დაახლოებით წელიწადნახევარია რაც საწარმო  გვაქვს და მთელი ეს პერიოდი  სულ  ვტესტავდით სხვადასხვა  მოდელებს, რომ  გამძლე  ყოფილიყო,  ფეხი არ  ეტკინა და სტანდარტებში  ჩამჯდარიყო  და  სამი თვის წინ მივიღეთ  ის მოდელი, რომელიც იდეალურია და  ბევრი პროფესიონალის თვალსაზრისით სტანდარტებში ჯდება, პროფესიონალ სპორტსმენებსაც  გავატანეთ რამდენჯერმე, მათაც  დატესტეს და ეს  სამი  თვეა  რაც  ვკერავთ.  მაღაზიისთვის  ვამზადებდით  ახლა  30 აპრილს  მაღაზია  სპორტკომპლექს  არენას ტერიტორიაზე , პარალელურად  სხვა  ინვესტორების  ძიების პროცესში ვართ, ვინც უკვე  გამოჩნდა მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, -  აღნიშნა მარიამ ქემოკლიძემ.

 

„მისკუზის“ პირველ კოლექციაში ამ  ეტაპზე 6 ფერია, როგორც მარიამი ამბობს, სპორტით  დაინტერესება მაღალია, რაზეც გახსნის დღესვე გაყიდვების მაჩვენებელი მიუთითებს, მაღაზიის გახსნის დღესვე 12 წყვილი გაიყიდა. გორგოლაჭის ფასი 450 ლარს  შეადგენს, თუმცა როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს,  პროდუქტი საკმაოდ მაღალხარისხიანია, რაც  თვითღირებულებას ზრდის.


დღეის მდგომარეობით საქართველოში ერთადერთი საიტი არსებობს, რომელსაც აღნიშნული პროდუქცია შემოაქვს თუმცა მისი ფასი 500 ლარიდან 1200 ლარის ფარგლებში მერყეობს.


„განსხვავებით სხვა  ონლაინ მაღაზიებისგან, რომლებიც პროდუქტს  ყიდიან და მომხმარებელმა  არ იცის, თუ როგორი ხარისხის ჩამოუვა, მოერგება თუ არა, ჩვენ გორგოლაჭებს ონლაინ არ ვყიდით, ჩვენი მიზანია, რომ ჩვენმა მომხმარებელმა პროდუქტის მოსინჯვა და ადგილზე დატესტვა შეძლოს და მას შემდეგ გადაწყვიტოს სურს თუ არა ამ პროდუქტის ყიდვა. შესაბამისად, სანამ მაღაზია არ გავხსენით, იქამდე პროდუქციას არ ვყიდდით.





პროდუქტი 450 ლარი  ღირს, ზოგადად  გორგოლაჭი მოწოდება  საქართველოში  ოფიციალურად  არ  ხდება  ერთი ფეიჯია  რომელსაც  ჩამოაქვს  და მათ ფასი გაცილებით მაღალია. ზოგადად  ძალიან ძვირადღირებული პროდუქტია, ძალიან გვინდოდა  რომ  იაფად  გაგვეყიდა და ყველასთვის  ყოფილიყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ  მაღალი  ხარისხის გვინდოდა  გამოსულიყო  ამან  თვითღირებულება  ძალიან გზარდა“, -  აღნიშნა მარიამ ქემოკლიძემ.

 

მისკუზის გორგოლაჭები ეკომეგობრულია და ცხოველურ პროდუქტებს არ შეიცავს, როგორც მარიამ ქემოკლიძე ამბობს, მაღალი ხარისხის ვეგანური პროდუქცია საქართველოში არ იყიდება და მისი ჩამოტანა თურქეთიდან უწევთ.


 

 

“ჩვენი  გორგოლაჭები არის  ეკომეგობრული და  ცხოველურ  პროდუქტებს არ შეიცავს, ამიტომ მაღალი ხარისხის ვეგანური მასალა გვჭირდება, რაც ჩვენთან არ იშოვება, ჩვენ გორგოლაჭებს აქვს ზამშის ვიზუალი, მოგვიწია თურქეთში  წასვლა, იქ ვიყიდეთ დანადგარები და მასალები, თითქმის ერთი წლის მასალის მარაგი გვაქვს.

 

რაც შეეხება თვითონ მექანიზმს ის ალუმინზეა დამზადებული, შეგვეძლო პლასტმასის არჩევაც, რაც საბოლოო ჯამში პროდუქტსაც გააიაფებდა, მაგრამ პლასტმასა შეიძლება გამტყდარიყო, ან ბორბალი გაჭედილიყო, ამიტომ პლასტმასაზე უარი ვთქვით. გარდა პროდუქტისა  მაღაზიაში გვაქვს ბორბლებიც, საკიდებიც. დიზაინზე ერთობლივად ვმუშაობთ, გვინდოდა მომხმარებლისთვის თხელი, დახვეწილი და ამავდროულად კომფორტული დიზაინი შეგვეთავაზებინა, თუმცა თხელ დიზაინზე რომ ფეხი კომფორტულად  იყოს რთული მისაღწევია, მაგრამ საბოლოო ჯამში მივაღწიეთ იმას რაც გვინდოდა“, -  აღნიშნა მარიამ ქემოკლიძემ.

 

„მისკუზი“ ამ ეტაპზე სამი თანადამფუძნებლის გარდა სამ ადამიანს - ორ მკერავს და ერთ ფინანსისტს ასაქმებს.

 

 

 თაკო კვაჭანტირაძე

 

 

 

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up