მიტოვებული და საიდუმლო მიწისქვეშა მეგაპროექტები, რომლებზეც მილიარდობით დოლარი დაიხარჯა

მიტოვებული და საიდუმლო მიწისქვეშა მეგაპროექტები, რომლებზეც მილიარდობით დოლარი დაიხარჯა

access_time2022-08-29 00:00:00

ფარული ბაზებიდან დაწყებული, თავდაცვის ფუნქციით აღჭურვილი ბუნკერებით დასრულებული, მსოფლიოში უამრავი მიწისქვეშა ნაგებობაა, რომელიც დღეს მიტოვებულია და მათ მოვლაში მტავრობები ფულს არ ხარჯავენ.


წარმოგიდგენთ ყველაზე შთამბეჭდავ მიწისქვეშა ნაგებობებს, რომლებიც მილიონები ღირს:


ghklhljmkom-1661523830.jpg

Camp Century, მთლიანი ღირებულება: 69 მილიონი დოლარი


ეს ფარული ბირთვული კვლევითი ობიექტი აშშ-ს სამხედროების მიერ 1959-1960 წლებში გრენლანდიის ყინულის ქუდის ქვეშ აშენდა. გავრცლებული ინფორმაციით, სამეცნიერო კვლევების ბაზა რეალურად იყო საიდუმლო პროექტის, Iceworm-ის ნაწილი და შექმნილი იყო ბირთვული იარაღის შესანახად, ასევე სსრკ-ს წინააღმდეგ ბირთვული რაკეტების გასაშვებად დიდი კონფლიქტის შემთხვევაში.


პროექტი 7,9 მილიონი დოლარი დაჯდა, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 69 მილიონი აშშ დოლარია. იგი შედგებოდა 21 გვირაბისგან.


მიწისქვეშა ნაგებობა მიატოვეს 1966 წელს, მას შემდეგ, რაც ექსპერტებმა გააცნობიერეს, რომ ყინულის საფარი, რომელიც ნაგებობას ფარავს, ნაკლებად სტაბილური იყო. დღემდე ადგილზე დარჩენილია ტოქსიკური ნარჩენები, რომელიც სულ უფრო უახლოვდება ზედაპირს.


fcgjfgikfuhkl-1661523896.jpg

Block 37 Superstation, მთლიანი ღირებულება: 431 მილიონი დოლარი


Block 37 CTA Superstation-ზე მუშაობა, რომელიც ო'ჰარის საერთაშორისო აეროპორტიდან ექსპრეს მატარებლების ცენტრის ტერმინალი იქნებოდა, 2005 წელს დაიწყო.


მალევე გაირკვა, რომ ექსპრეს სერვისი არ შესრულდებოდა და ქალაქმა სამშენებლო სამუშაოები 2011 წელს შეაჩერა. ზესადგური დღემდე დაუმთავრებელი რჩება. საერთო ჯამში, მეგაპროექტი გადასახადის გადამხდელებს 400 მილიონი დოლარი დაუჯდათ, რაც დღეს 431 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტია.


sajkndkanfa-1661523965.jpg

816 ბირთვული სამხედრო სადგური, მთლიანი ღირებულება: 883 მილიონი დოლარი


ჩინეთის სიჩუანის მთების ქვეშ იმალება პლანეტის ყველაზე დიდი ხელოვნური გვირაბი და გამოქვაბული. იგი აგებულია ათიათასობით მუშის მიერ, რომლებიც საშინელ პირობებში შრომობდნენ. გვირაბების უზარმაზარი ქსელი თითქმის 14 მილს მოიცავს, ხოლო უდიდესი გამოქვაბული, რომელიც 18-დან ერთ-ერთია, მილიონ კვადრატულ ფუტს აღემატება. მთლიანობაში, მიწისქვეშა კომპლექსი 13-დონიანია.



საიდუმლო სტრუქტურის აგება ჩინეთის მთავრობამ 1960-იან წლებში დაიწყო. მაშინ მისი ღირებულება 359 მილიონი დოლარი იყო. ობიექტში განთავსებული იყო ატომური ქარხანა, რომელსაც შეეძლო პლუტონიუმის წარმოება.


1980-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ცივი ომი გახურდა, პროექტი, რომლის 85% დასრულებული იყო, გაუქმდა და დღეს მიტოვებულია.


მეგაპროექტის ღირებულება დღევანდელი თანხით 883 მილიონი დოლარია.


denjfneqjfq-1661524032.jpg

პროექტი Riese, მთლიანი ღირებულება: 887 მილიონი დოლარი


ნაცისტებმა 1943 წლის აპრილში დაიწყეს უზარმაზარი მიწისქვეშა ქალაქის აშენება. საიდუმლოებით მოცული პროექტი Riese („riese“ გერმანულად გიგანტი) მოიცავდა შვიდ მიწისქვეშა სტრუქტურას. ის თანამედროვე პოლონეთთან, მთების ქვეშ 5,5 მილი გვირაბებით არის დაკავშირებული.


ათასობით სამხედრო ტყვე, მათ შორის ბავშვები, იძულებულნი გახდნენ ემუშავათ იდუმალ მეგაპროექტზე. ბევრი ამ პროცესში დაიღუპა. 60 მილიონი დოლარის ღირებულების მშენებლობა გაგრძელდა 1945 წლის მაისამდე, შემდეგ მოულოდნელად შეწყდა. პროექტი Riese-ის ზუსტი დანიშნულება დღემდე უცნობია, მაგრამ ზოგიერთი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ მიწისქვეშა ქალაქი შეიძლება აგებულიყო ჰიტლერისთვის ბუნკერად, ან სამხედრო ბაზის განსათავსებლად.


sacfagagag-1661524132.jpg

ბალაკლავას მიწისქვეშა /წყალქვეშა ბაზა 825 GTS, მთლიანი ღირებულება: 1.3 მილიარდი დოლარი


ცივი ომის პერიოდის კიდევ ერთი საიდუმლო სამხედრო ობიექტი, ბალაკლავას მიწისქვეშა/ წყალქვეშა ბაზა- 825 GTS აშენდა საბჭოთა კავშირის მიერ ყირიმში, სევასტოპოლის მახლობლად 1957 წლიდან 1961 წლამდე. მშენებლობის საბოლოო ანგარიშში, აღჭურვილობისა და სხვა სისტემების ღირებულება შეადგენდა 1,3 მილიარდ დოლარს ღევანდელი კურსით.


ბაზა საკმარისად მყარია, რომ 100 კილოტონიანი ბირთვული ბომბის პირდაპირ დარტყმას გაუძლოს. თავდაპირველად ბაზა გამოიყენებოდა საბჭოთა შავი ზღვის ფლოტისთვის.


იგი კომუნიზმის დაცემის შემდეგ, 1993 წელს მიატოვეს და გაძარცვეს. 2003 წელს, ბაზა ბალაკლავას საზღვაო მუზეუმად გადაკეთდა.


fgjgykghgu-1661524196.jpg

Maginot Line, მთლიანი ღირებულება: 3.7 მილიარდი დოლარი


მაგინოს ხაზი არის ნახევრად მიწისქვეშა ბეტონის სასაზღვრო ციხესიმაგრეების სერია, რომლებიც დაკავშირებულია მიწისქვეშა სარკინიგზო გვირაბებით. ის აშენდა 1930-იან წლებში, გავრცელებული ინფორმაციით კი მიზანი გერმანელებისგან თავის დაცვა იყო. საფრანგეთის მთავრობამ მის მშენებლობაზე 3 მილიარდი ფრანკი დახარჯა, რაც დღეს 3,7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.


მაგინოს ხაზი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კიდევ ერთხელ დაკომპლექტდა, მაგრამ ცივი ომის დროს ის მოძველდა და 1960-იან წლებში ფაქტობრივად მიტოვებული იყო.


sndjangjadsasfkcsaa-1661524310.jpg

Olavsvern, მთლიანი ღირებულება: 3.8 მილიარდი დოლარი


მთაში მოჩუქურთმებული ეს ფარული საზღვაო ბაზა ტრომსოს მახლობლად ნორვეგიის საზღვაო ძალების მიერ 1960-იანი წლების ბოლოს აშენდა და მაშინ 494 მილიონი დოლარის ღირებულების იყოთ, ეს დღეს დაახლოებით, 3,8 მილიარდი დოლარია.


ბაზა აღჭურვილი იყო ყველაზე მოწინავე და დახვეწილი ტექნოლოგიით, რომლის ყიდვაც ფულით იყო შესაძლებელი. მთის ქვეშ გამოკვეთილ უამრავ გვირაბებსა და ოთახებს აღჭურვა 30 წელი დასჭირდა.


ობიექტი იყო ნატოს წყალქვეშა ნავების ძირითადი სამსახურებრივი ბაზა ნორვეგიასა და ბარენცის ზღვებში. მაგრამ კომუნიზმის დაცემის შემდეგ Olavsvern-მა დაკარგა მთავარი სტრატეგიული მნიშვნელობა და 2002 წელს გაუქმდა. 2008-ში კი საბოლოოდ დაიხურა. 2011 წელს ბაზა აუქციონზე გაიყიდა.


„ბიზნესპრესნიუსი“





თეგები:
პროექტები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up