იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ და Mitsubishi Heavy Industries-მა 2,84 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ოთხ კონტრაქტს მოაწერეს ხელი გემსაწინააღმდეგო რაკეტების, ასევე რაკეტებისთვის ჰიპერბგერითი ქობინების შექმნასა და განვითარებაზე, იტყობინება რეგიონული მედია.
იაპონიის თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, პირველი კონტრაქტი ითვალისწინებს 12 ტიპის სახმელეთო მართვადი გემსაწინააღმდეგო რაკეტების სერიულ წარმოებას და მათი მიწოდება 2026-2027 წლებში. მეორე კონტრაქტი ეხება 12 ტიპის მოწინავე რაკეტების შემუშავებას მიწიდან, გემიდან ან საჰაერო გადამზიდავიდან გაშვების შესაძლებლობით. ამ იარაღზე მუშაობა 2027 წელს უნდა დასრულდეს.
მესამე შეთანხმება ეხება ჰიპერბგერითი მართვადი ქობინების მასობრივ წარმოებას რაკეტებისთვის იაპონიის მიმდებარე კუნძულების დასაცავად. პროდუქციის მიწოდება 2026-2027 წლებშია მოსალოდნელი.
მეოთხე კონტრაქტი ეხებოდა შორი დისტანციის გემსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების შემუშავებას, რომელთა გაშვებაც შესაძლებელია წყალქვეშა ნავებიდან; ამ იარაღზე მუშაობის ვადებია 2023 - 2027 წლები.