„მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ომი არ არის, გაყიდვები იქ ძალიან შემცირდა“ - მეღვინე

„მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ომი არ არის, გაყიდვები იქ ძალიან შემცირდა“ - მეღვინე

access_time2022-04-11 15:20:00

რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესია ევროპაში ქართული ღვინის ექსპორტზე უარყოფითად აისახა - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ „ხუციშვილების ღვინის მარნის“ თანადამფუძნებელი, გელა ხუციშვილი საუბრობს.


მისი თქმით, შემცირებული გაყიდვების ტენდენცია თუ კვლავ გაგრძელდა, მომავალი რთველისთვის წარმოებას შეამცირებენ.


„2015 წელს, მე და ჩემი ძმა თბილისიდან დავბრუნდით ჩვენს ისტორიულ სოფელში, კისისხევში და აღვადგინეთ 2-საუკუნოვანი მარანი. პირველი მოსავალი 2016 წელს მივიღეთ. ჩვენი მარანი წლიურად 15 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. 2020 წლიდან ღვინო გაგვაქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და აშშ-ში. საკმაოდ წარმატებული და მზარდი გაყიდვები გვქონდა. რუსეთსა და უკრაინაში აქამდეც პრაქტიკულად არ გვქონია ექსპორტი. მიუხედავად ამისა, ჩვენს გაყიდვებზე ომი აისახა.


არსებობს ასეთი, ჩვენი პარტნიორი კომპანია 8 მილენიუმი, რომლის საშუალებითაც ონლაინ პლატფორმაზეა განთავსებული ჩვენი პროდუქცია და ევროპის 28 ქვეყნაში შეუძლია მომხმარებელს შეძენა. შეკვეთიდან ძალიან მალე, გერმანიის ფოსტა აწვდით ღვინოს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ომი არ არის, გაყიდვები იქ ძალიან შემცირდა. სავარაუდოდ, ეს განპირობებულია შოკური მდგომარეობით, რაშიც მომხმარებელია. ასევე, მოხდა პირველადი დანიშნულების პროდუქტის გაძვირება ყველგან და როგორც ჩანს, ადამიანებს ღვინისთვის თანხის გამეტება უფრო მეტად უჭირთ.



შოკურ მდგომარეობაშია არა მხოლოდ მომხმარებელი, ბიზნესიც. მდგომარეობას ვაკვირდებით და ვაანალიზებთ. იმის მიხედვით დავგეგმავთ რთველი 2022-ს. გაყიდვები თუ ამ ნიშნულზე დარჩა, ცხადია, წარმოებას შევამცირებთ“, - განაცხადა გელა ცუხიშვილმა.


მისივე თქმით, საოჯახო ბიზნესი ღვინოსთან ერთად, გასტრო ტურიზმსაც მოიცავს.


„გარდა მარნისა, ჩვენ გვაქვს მცირე საოჯახო სასტუმრო, რომელიც მთლიანად გასტრო ტურიზმის კონცეფციაზეა აგებული. ერთდროულად 14 ადამიანის დაბინავება შეგვიძლია. საკვების დამზადების მასტერკლასებს კი 70-80 ადამიანზე ვმართავთ. სტუმრები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან გვყავს. ძირითადად, ევროპა და ისრაელი“, - განუცხადა ,,ბიზნესპრესნიუსს“ ხუციშვილების ღვინის მარნის დამფუძნებელმა.


bpn.ge



თეგები:
ღვინო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up