მივა თუ არა Enka-ს საქმე არბიტრაჟამდე

მივა თუ არა Enka-ს საქმე არბიტრაჟამდე

access_time2021-10-09 16:00:16

ნამახვანჰესის მშენებელმა კომპანია Enka Renewables-მა საქართველოს მთავრობას შეატყობინარომ მას ჰესის აშენება აღარ სურსამის მიზეზად ის ხელშეკრულების პირობების დარღვევას და შექმნილ პოლიტიკურ ფორსმაჟორს ასახელებსრა მოხდებათუ კომპანია გადაწყვეტილებას არ შეცვლის და საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლებსრა ოდენობის კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია კომპანიას და აქვს თუ არა ქართულ მხარეს შანსისაქმე თავის სასარგებლოდ დაასრულოს

მივა თუ არა საქმე არბიტრაჟამდე

საქართველოს მთავრობას იმედი აქვს, რომ საქმე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომდე არ მივა და პროცესი პოზიციების დაახლოებით და რაც მთავარიასაქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდება. მას ერთი თვე აქვს იმ პირობებისა და მოთხოვნების გასაცნობად, რასაც კომპანია აყენებს.

რა წერია ნამახვანჰესის ხელშეკრულებაში?

Enka-ს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, კომპანიის მიერ მიზეზად დასახელებულია პოლიტიკური ფორსმაჟორი. ამ გარემოებას ხელშეკრულების მე-8 მუხლი ითვალისწინებს, სადაც პოლიტიკურ ფორსმაჟორად მიჩნეულია ის საპროტესტო აქციები, რაც რიონის ხეობაში 10 თვეზე მეტია გრძელდება.

„ეს არ ნიშნავს, რომ ხელშეკრულება აუცილებლად შეწყდება. ერთი თვის ვადაში მხარეებს შეუძლიათ დაილაპარაკონ და მორიგდნენ. თუ არ ან ვერ შეთანხმდებიან, მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა საქმეს შესაბამისი მსვლელობა“, – აღნიშნავს ენერგეტიკის სამართლის ცენტრის დირექტორი, ენერგეტიკის სამართლის ექსპერტი მაკა ფარცვანია.

რის მოთხოვნა შეუძლია ინვესტორს

ჯერჯერობით უცნობია, რა ოდენობის თანხის გადახდას მოითხოვს ინვესტორი პირობების დარღვევისა და შექმნილი ფორსმაჟორისთვის. კომპანიამ რიონის ხეობაში ჩაატარა წინასამშენებლო სამუშაოები, სახელმწიფოსგან და მოსახლეობისგან იყიდა მიწის ნაკვეთები, აგრეთვე, გადაიხადა საფლავებიდან მიცვალებულების გადასვენების ხარჯები. ამ თანხის ზუსტ ოდენობას ჯერ მხარეები არ ასახელებენ.

ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, Enka-მ საქართველოს მთავრობას უნდა გადაუგზავნოს ინვოისი, რომელშიც გადასახდელი თანხა იქნება ასახული. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მოთხოვნილი თანხა აუდიტორულ კომპანიას გადაამოწმებინოს, რომელიც დაასკვნის, რამდენად სამართლიანია Enka-ს მოთხოვნა.

მაკა ფარცვანია მიიჩნევს, რომ კომპანიას მოგების დიდი შანსი აქვს, თუ არბიტრაჟში წავა.


„კომპანიის თანამშრომლები იღებდნენ ვიდეოკადრებს, თუ როგორ არ უშვებდნენ მათ მშენებლობის ადგილზე. ეს იმ შემთხვევისთვის ხდებოდა, თუ მტკიცებულებების სახით დასჭირდებოდათ არბიტრაჟისთვის. მშენებლობის ადგილი რამდენიმე თვეა ცარიელია და ამას კომპანია გამოიყენებს, რათა დაასაბუთოს სასამართლოზე, რომ ყველაფერი გააკეთა პროექტის გასაგრძელებლად”, – აღნიშნავს მაკა ფარცვანია.

ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივის წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი ამბობს, რომ მშენებლობა წინამოსამზადებელ ეტაპზე იყო, ამიტომ კომპანია ჯარიმებსა და კომპენსაციას ვერ მოითხოვს. მისი თქმით, ხელშეკრულება საქართველოსთვის კაბალურია, ამიტომ მისი გაწყვეტა აუცილებელია.

„ამ ხელშეკრულებით, მხოლოდ სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები აღებული, ხოლო კომპანიას, ჰესის აშენების გარდა, არანაირი ვალდებულება არ აქვს. Enka–ს ორი წლის შემდეგ რომ დაეწყო დავა, მოითხოვდა აღებული სესხისა და მისი პროცენტების ანაზღაურებას, აქტივების სრულ გამოსყიდვას და საქართველოს $800 მილიონის გადახდა დაეკისრებოდა. ახლა კომპანიას ჯერ არც სესხი აქვს აღებული და არც სამშენებლო ნებართვა. ის მშენებლობის ეტაპზეც კი არ გადასულა. მას შეუძლია, სახელმწიფოსგან მხოლოდ გადაცემადი აქტივების გამოსყიდვა მოითხოვოს“, – განმარტავს დავით ჭიპაშვილი. 

მისივე თქმით, ევროკავშირის ენერგოგაერთიანების ჩართვის შემთხვევაში, სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, რომ კომპანიას შეუსრულებელ ვალდებულებებზე ედავოს. ასევე, პასუხი მოსთხოვოს იმ ზიანზე, რაც მან უკანონოდ წარმოებული სამუშაოებით გარემოს მიაყენა.

აწყობდა თუ არა კომპანიას კონტრაქტის გაწყვეტა

როგორც იურისტები ამბობენ, კომპანიის მიერ სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების გაწყვეტის ასეთი შემთხვევა ადრე არ ყოფილა. იურისტი როინ მიგრიაულის თქმით, ყველა ხელშეკრულება ინდივიდუალურია და სხვადასხვა პირობით ფორმდება, შესაბამისად, შეთანხმების ყველა პუნქტი დეტალურად არის შესასწავლი. იურისტი ამბობს, რომ ხშირია შემთხვევები, როცა კომპანია ხელშეკრულებას წყვეტს უსაფუძვლოდ, ნებისმიერ დროს და სახელმწიფოსგან ითხოვს კომპენსაციას. 

„ბევრი შეკითხვა ჩნდება და მათ შორის, სურდა თუ არა კომპანიას ოდესმე ამ პროექტის განხორციელება და სხვა მიზნებით ხომ არ იყო შემოსული“, – ამბობს დავით ჭიპაშვილი.  

Enka მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო კომპანიაა. ასეთ კომპანიას პროექტის ჩაშლა არ უნდა. ვარაუდი, რომ მას კომპენსაცია უფრო აწყობს, ვიდრე პროექტის განხორციელება, მცდარია. ეს უფრო იძულებაა, ვიდრე კომპენსაციის მიღების სურვილი“, – მიიჩნევს მაკა ფარცვანია.

დავით ჭიპაშვილი დასძენს, რომ თუ ქვეყანას თანხის გადახდა მოუწევს, იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს და ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

„რატომ აუარეს გვერდი ხელშეკრულების სამუშაო ვარიანტზე იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების უარყოფით შეფასებებს? გამოძიებამ უნდა დაადგინოს, საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, გადაწყვეტილების მიმღებთა უტვინობასთან, თუ ზემოდან მიღებულ დირექტივასთან. თუ კორუფციული გარიგებები გამოვლინდება, "ენკასთვის" აქტივების გადაცემაზე აღარ იქნება საუბარი. ასევე, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა გააკეთოს დეტალური რევიზია და დარღვევების შემთხვევაში, უნდა დააჯარიმოს კომპანია“, – აღნიშნავს დავით ჭიპაშვილი.


წყარო Business Feed




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up