მიწებზე მოთხოვნის ფოკუსი სუბურბანული დეველოპმენტისკენ ინაცვლებს. Colliers-ის ინფორმაციით, 2021 წელს თბილისსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი დანიშნულების მიწებზე დაახლოებით 2,000-მდე ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 40%-ით მეტი იყო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამას გარდა, თითქმის ყველა დასახლებაში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, საშუალოდ დაახლოებით 30%-ით.
„სუბურბანიზაცია განსაკუთრებით შესამჩნევია თბილისის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რომელიც ძირითადად ლისის, თხინვალას, წავკისის და ტაბახმელას მიმართულებით ხორციელდება. აღსანიშნავია, საგურამოს და მის შემოგარენში ორგანიზებული დაბალი განაშენიანების მიწოდების ზრდაც, არამარტო სააგარაკე არამედ მუდმივ საცხოვრებელი დანიშნულებით“, განმარტავენ Colliers-ში.
არსებული მოთხოვნის ფონზე საგურამოში პირველი პირველი სუბურბანული პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო. სუბურბან შანკევანი პირველი ასეთი ტიპის პროექტია, რომელიც დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი და სააგარაკე პროექტების სერიის ფარგლებში განხორციელდება. სუბურბან შანკევანი საგურამოს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილას - შანკევანის ფერდზე, თბილისის ეროვნული პარკის პირას ხორციელდება. ტერიტორია 95 იზოლირებული მიწის ნაკვეთებისგან შედგება და სუბურბანული ცხოვრების სრულიად ახალ გამოცდილებას ქმნის გამორჩეული იერსახითა და კოლექტიური იდენტობით.