გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქაჰრამანმარაშში მომხდარმა მიწისძვრებმა ანატოლიის ნახევარკუნძული 3 მეტრით გადასწია დასავლეთით.
მიწისძვრებისა და ვულკანური აქტივობის საკითხებზე მომუშავე ავტორიტეტული იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ინსტიტუტის (INGV) პრეზიდენტმა კარლო დოლიონმა იტალიურ პრესასთან თურქეთში მომხდარი მიწისძვრები შეაფასა.
მან აღნიშნა, რომ მიწისძვრები მოხდა აღმოსავლეთ ანატოლიის, არაბეთის და აფრიკული ფირფიტების შეხვედრის წერტილში და დაამატა: „თურქეთის ორი ძირითადი ნასხლეტიდან ერთ-ერთი გააქტიურებულია. ეს არის ასევე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ნასხლეტი ახლო აღმოსავლეთში, გადის იორდანიაზე, ისრაელზე, ლიბანზე და სირიაზე და მკვდარი ზღვის ნასხლეტთან ერთად ჰყოფს არაბეთის ნახევარკუნძულს აფრიკისგან“.
დოლიონმა თქვა, რომ მიწა მოძრაობს ამ ნასხლეტის გასწვრივ და დაამატა: „მოძრაობის მაქსიმალურ დიაპაზონში მოხდა 3 მეტრიანი გადაადგილება“.
დოლიონმა განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით 3-მეტრიანი გადაადგილების პირველი ვარაუდებია, მაგრამ საბოლოო დასკვნას თანამგზავრის მონაცემების მიღების შემდეგ გააკეთებენ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გუშინდელი მიწისძვრები თურქეთში ძალიან დიდი მიწისძვრები იყო.
თურქეთის მიწისძვრების შეფასებისას სხვა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრები ათასჯერ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე 2016 წელს იტალიაში ამატრიჩეს მიწისძვრა, რომლის დროსაც 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
წყარო: trt.net.tr