„მიწოდება ცოტაა, მოთხოვნა მაღალი. ამან სრული ქაოსი და კრახი გამოიწვია“ - როგორ უნდა მოგვარდეს კადრების დეფიციტის პრობლემა ტურისტულ სექტორში

„მიწოდება ცოტაა, მოთხოვნა მაღალი. ამან სრული ქაოსი და კრახი გამოიწვია“ - როგორ უნდა მოგვარდეს კადრების დეფიციტის პრობლემა ტურისტულ სექტორში

access_time2021-06-16 18:00:00

ტურიზმის აღდგენის პროცესის დაწყების შემდეგ, რაც ობიექტებმა მუშაობა განაახლეს, ბიზნესი კადრების დეფიციტზე საუბრობს.


ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ ერთის მხრივ, ამის მიზეზი ისაა, რომ არსებულმა და კომპეტენტურმა კადრებმა სხვადასხვა სექტორებში გადაინაცვლეს, ახალ კადრებს კი საკმარისი ცოდნა არ აქვთ.


,,კადრების დეფიციტი რომ შეიქმნებოდა, ამას პანდემიის დასაწყისშივე ვამბობდით. როგორც კი დაიხურა ბიზნესები და აღარ მოგვეცა ფუნქციონირების შესაძლებლობა, წლობით, წვალებით გაზრდილი და გადამზადებული კადრები სხვა სექტორებში გადავიდნენ. რეალურად, ეს იყო ფინანსურ დარტყმაზე უფრო რთული. ამას ემატება ისიც, რომ გახსნის შემდეგ, სექტორში არ არსებობს სტაბილურობის განცდა და შესაბამისად, ვერ ბრუნდებიან ძველ სამუშაო ადგილებზე. ამან შექმნა კადრების დიდი დეფიციტი.


ახალი კადრები კი, რომელსაც სამუშაოს დაწყება სურთ, მოდიან კომპეტენციის პრობლემით. ტურიზმის აღდგენის პროცესი კი საკმაოდ სწრაფად დაიწყო და უბრალოდ, დროც კი არ არის, რომ ვასწავლოთ, გადავამზადოთ. ამიტომ, ვინც დარჩა, მათი ანაზღაურება ძალიან გაიზარდა, რაც ბუნებრივია, რადგან მიწოდება ცოტაა, მოთხოვნა მაღალი. ამან სრული ქაოსი და კრახი გამოიწვია. ასეა მთელს ტურისტულ სექტორში“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.



მისივე თქმით, ეს დიდწილად განათლების სისტემის დამსახურებაა.


„საქართველოში, სულ ორი პროფესიული სასწავლებელია ამ მიმართულებით. მეორეს მხრივ არ არიან დაინტერესებული თავად სტუდენტებიც, რომ დამატებითი პრაქტიკები გაიარონ და ეს ყველაფერი ჯაჭვურად საბოლოოდ ძალიან დიდ პრობლემას იწვევს. ვინც მჭირდება ჩემთან, 4 სასტუმროში კადრების 40% მაკლია. პრობლემა განსაკუთრებულად მწვავედ დგას რეგიონებში“, - აცხადებს მურაჩაშვილი.


მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან სწორი იქნება, თუ დასაქმების ფორუმებს მოაწყობს. ეს სამუშაოს მაძიებლებსაც და ბიზნესსაც დაეხმარება.


,,ახლა ერთ-ერთი კომპანიის დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს აჭარაში. ძალიან კარგი იქნება, თუ მსგავსი, ტურიზმის ადმინისტრაციის ან ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურის ეგიდით ჩატარდება. ეს ერთის მხრივ ბიზნესს აპოვნინებს სასურველ კადრს, მეორეს მხრივ კი, არ მოუწევთ დასაქმების მსურველებს, სხვადასხვა ადგილას სივის გაგზავნა და გასაუბრებებზე სხვადასხვა ლოკაციაზე სიარული. ერთად მოვიყრიდით თავს მთელი სექტორი და მარტივი იქნებოდა ყველა მხარისათვის, ტურიზმის აღდგენაში კი ეს ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“- ამბობს ჰოტელიერი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.


BPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up