მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებზე რეფერენდუმის ჩატარება მხოლოდ ქვეყნიდან რუსეთის ჯარების გაყვანის შემდეგ არის შესაძლებელი

მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებზე რეფერენდუმის ჩატარება მხოლოდ ქვეყნიდან რუსეთის ჯარების გაყვანის შემდეგ არის შესაძლებელი

access_time2022-03-31 01:00:00

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებზე რეფერენდუმის ჩატარება მხოლოდ ქვეყნიდან რუსეთის ჯარების გაყვანის შემდეგ არის შესაძლებელი. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოდოლიაკმა ბრიფინგზე რუსეთთან გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პრაგმატიკაზე გადავედით, ეს საკვანძოა“, – განაცხადა პოდოლიაკმა და აღნიშნა, რომ უკრაინას უნდა ჰყავდეს მოაკავშირეები, რომლებიც მის გვერდით იდგებიან, როდესაც ქვეყანას დახმარება დასჭირდება.

„თუ ჩვენ ხელს მოვაწერთ საერთაშორისო მრავალმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიებზე, მაშინ უკრაინას საბოლოოდ ეყოლება არა მხოლოდ საკუთარი არმია, რომელიც დღეს ძალიან ძლიერად იბრძვის, არამედ ასევე ექნება უსაფრთხოების დამატებითი კონტური მოკავშირე ქვეყნების ხარჯზე, რომლებიც გვერდით იდგებიან. ესენი არიან ის ქვეყნები, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ, გახდნენ გარანტორები, ყველა ქვეყანა, რომელსაც აქვს ძლიერი არმია, მათ შორის ბირთვული კომპონენტით“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლის თქმით, მას საკმაოდ ოპტიმისტური შთაბეჭდილებები აქვს სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ამასთან, როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, თუ მოლაპარაკებების პირველი რაუნდების დროს რუსეთის პოზიცია ულტიმატუმის სახით იყო წარმოდგენილი, რადგან რუსულ მხარეს მიაჩნდა, რომ მათ ძლიერი არმია ჰყავთ, დღეს „უკრაინას აქვს მკაფიო კონკრეტული კონსტრუქცია, რომელსაც უკრაინის მომლაპარაკებელ ჯგუფს უკრაინის არმიამ შეუქმნა“.


„ჩვენ თავს კომფორტულად ვგრძნობთ. რუსეთის ფედერაციის ყველა ულტიმატუმი ჩვენ თანდათან გვერდით გადავდეთ. ეს უკვე თავად რუსეთმა გააკეთა, რადგან ესმის, რომ უკრაინასთან ცოტა სხვანაირად არის საჭირო ურთიერთობა“, – აღნიშნა პოდოლიაკმა და დასძინა, რომ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ხელშეუხებელია.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა რეფერენდუმის ჩატარების პირობები დაასახელა.

„პროცედურა შემდგომი იქნება: რეფერენდუმი უკრაინაში, შემდგომ მისი რატიფიცირება გარანტორი ქვეყნების პარლამენტებისა და უკრაინის უმაღლესი რადას მიერ. უპირობოდ, რეფერენდუმი დღეს არ ჩატარდება, რადგან დღეს ჩვენ საომარი მდგომარეობა გვაქვს, ანუ ომი მიდის. ჩვენ რეფერენდუმის პროცედურას დავიწყებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარები დატოვებენ ჩვენს ტერიტორიას. ანუ დაბრუნდებიან საზღვრებთან, უკიდურეს შემთხვევაში, როგორც პრეზიდენტი ამბობს, 2022 წლის 23 თებერვლის პოზიციებზე“, – განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.

1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up