მიხაილ პოდოლიაკი - ჩვენ არ გვაწყობს უსაფრთხოების ძველი სისტემა, სადაც დომინანტ როლს NATO ასრულებდა

მიხაილ პოდოლიაკი - ჩვენ არ გვაწყობს უსაფრთხოების ძველი სისტემა, სადაც დომინანტ როლს NATO ასრულებდა

access_time2022-03-18 15:00:00

ჩვენ არ გვაწყობს უსაფრთხოების ძველი სისტემა, სადაც დომინანტ როლს NATO ასრულებდა. ამის შესახებ გამოცემა „მედუზასთან“ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

„ჩვენთვის პრინციპულია არა უბრალოდ სამშვიდობო შეთანხმება, ეს ჩვენ არ გვაწყობს. ჩვენ არ გვაწყობს უსაფრთხოების ძველი სისტემა, სადაც დომინანტ როლს NATO ასრულებდა. ჩვენ ხომ მივისწრაფოდით NATO-სკენ, ვიყავით, არსებითად, მათი უმცროსი პარტნიორი. ომის დროს ჩვენ გვჭირდებოდა საკონსულტაციო დახმარება, სულ მცირე შეიარაღების დაჩქარებულად შეძენის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. 25 თებერვალს NATO-მ ჩვენ თავის სამიტზეც კი არ დაგვპატიჟა. მათ შეეშინდათ. ჩვენ გვესმის, რომ უსაფრთხოების მთელი ეს ომის შემდგომი არქიტექტურა ევროპაში აღარ მუშაობს. ეუთო-ც ვეღარ უმკლავდება უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, – აღნიშნავს პოდოლიაკი ინტერვიუში.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, უკრაინას აქვს ფორმულა, რომელიც მოლაპარაკებები მაგიდაზე წარადგინა. ეს არის უსაფრთხოების გარანტიების უკრაინული მოდელი.

„ის მოდელი ითვალისწინებს, რომ არ იქნება რუსეთ-უკრაინის ორმხრივი შეთანხმება. იქნება მრავალმხრივი შეთანხმება, შეთანხმების პაკეტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ქვეყნების რიგი – მათი რაოდენობა ჯერ კიდევ განიხილება. ხუთი ან შვიდი ქვეყანა“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

როგორც მიხაილ პოდოლიაკმა აღნიშნა, უკრაინას სურს, მის პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც ხელს მოაწერენ უსაფრთხოების გარანტიებს, ჩვეულებრივი და ბირთვული შეიარაღების ისეთივე შესაძლებლობები ჰქონდეთ, როგორიც რუსეთის ფედერაციას აქვს.


„ამას გარდა, ჩვენ ვთავაზობთ არმიის შვეიცარიულ მოდელს რეზერვების გარკვეული მოცულობით და რომელიც გადის მუდმივ სწავლებას. ეს არის ოპტიმალური მოდელი ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც არის უკრაინა ნეიტრალური სტატუსის პირობებში“, – ამბობს პოდოლიაკი.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი გამოცემა „მედუზასთან“ საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეიცვალა რუსეთის პოზიციები მოთხოვნებთან დაკავშირებით.

„ისინი მთლიანობაში დაკორექტირდა. საჯარო განცხადებებშიც აღნიშნეს, როგორ იცვლებოდა რუსეთის პოლიტიკური მოღვაწეების რიტორიკა. თავიდან ისინი საჯაროდ ამბობდნენ: „ჩვენ იქ ყველაფერს გავწმენდთ, ორ დღეში ყველას დავაჩოქებთ, ახლა გავანადგურებთ ნაცისტებს“. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამისგან შოკში ვიყავით, რადგან ეს არის სრულიად დამახინჯებული წარმოდგენა იმაზე, რაც სინამდვილეში ხდებოდა უკრაინაში. პირველი კვირა-ნახევარი ეს საჯარო განცხადებები ისტერიკის ზღვარზე იყო. ახლა ჩვენ გვესმის ბევრად უფრო ზომიერი, თავშეკავებული და რეალისტური განცხადებები. მათი ზოგადი მიდგომა უფრო მიწაზე დაშვებული გახდა. ისინი უკვე აღარ ამბობენ: „მოაშორეთ ნაცისტები“ – რადგან ისინი არ არიან“, – განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.

მისი თქმით, ინტერვენციის დაწყებამ უკრაინა ტოტალურად ანტირუსული გახადა.

„ეს იქნება ჩვენთვის პრობლემა. თუ აქამდე მოსახლეობის 30-40%-ს საკმაოდ ნეიტრალური და რაღაცაში პოზიტიური დამოკიდებულებაც კი ჰქონდა რუსეთის ფედერაციის მიმართ, მზად იყო რამე სახის დიალოგისთვის, ახლა „სპეცოპერაციის“ გამო, რომელიც მოიგონეს ძალიან „ნიჭიერმა“ სამხედრო მეთაურებმა და ანალიტიკოსებმა, უკრაინის მოსახლეობის 99% ტოტალურად ანტირუსული გახდა. ახლა, რა თქმა უნდა, ყველა ეს ჰუმანიტარული პრობლემა, ენების პრობლემა და სხვა საკითხები ძალიან რთული განსახილველი იქნება“, – ამბობს პოდოლიაკი.

1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up