უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა კრემლის განცხადებებს მოლაპარაკებების განახლების შესახებ და ის პირობები ჩამოთვალა, რომლითაც უკრაინა მზადაა, კვლავ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამის შესახებ პოდოლიაკმა Twitter-ზე დაწერა.
„ცეცხლის შეწყვეტა. Z- ჯარების გაყვანა. გატაცებული მოქალაქეების დაბრუნება. სამხედრო დამნაშავეების ექსტრადიცია. რეპარაციის მექანიზმი. უკრაინის სუვერენული უფლებების აღიარება. რუსულმა მხარემ კარგად იცის ჩვენი პირობები. პესკოვის უფროსს შეუძია, არ ინერვიულოს: მოვა დრო და ჩვენ ამ პირობებს ქაღალდზე ჩამოვწერთ“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინამ „უნდა გაიგოს რუსეთის პირობები, დაეთანხმოს მას, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ხელი მოაწეროს დოკუმენტს“. პესკოვის თქმით, „დასავლეთი დღეს ფსონს დებს უკრაინაში საომარი მოქმედებების გაგრძელებაზე და, სავარაუდოდ,დასავლეთის ქვეყნები ვაშინგტონის ხელმძღვანელობით, არ აძლევენ უკრაინელებს უფლებას იფიქრონ, ისაუბრონ მშვიდობაზე ან განიხილონ მშვიდობა.