მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი განახლდა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა „უკრინფორმთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მოლაპარაკებები განახლდა. მხარეებს შორის საკმაოდ რთული დისკუსიები მიმდინარეობს“, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას.
უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენელებს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გუშინ დაიწყო. განხილვების შემდეგ მხარეებმა ტექნიკური შესვენება აიღეს 15 მარტამდე.
1tv.ge