მიხეილ ჩხენკელი - „„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება 2,5-ჯერ გაიზარდა“

მიხეილ ჩხენკელი - „„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება 2,5-ჯერ გაიზარდა“

access_time2020-10-01 21:57:33

„განათლებისა და მეცნიერების განვითარება სახელმწიფოს განსაკუთრებული პრიორიტეტია: - „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება 2,5-ჯერ გაიზარდა“ - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა  მიხეილ ჩხენკელმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„- საბავშვო ბაღები გახდა სრულიად უფასო. მნიშვნელოვნად გაიზარდა კვების დაფინანსება და გაუმჯობესდა კვების რაციონი;

- გაორმაგდა ზოგადი განათლების დაფინანსება;

- სკოლებში ამოქმედდა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა;

- გაორმაგდა სკოლის მასწავლებლის ხელფასი;

- სკოლა გახდა უსაფრთხო, სადაც საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას 1525 მანდატური იცავს, რომელთა შრომის ანაზღაურება 50%-ით გაიზარდა;

- 65 ათასზე მეტი მოსწავლე უზრუნველყოფილია უფასო ტრანსპორტით;

- განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სკოლებში ინკლუზიური განათლების განვითარებას;

- 7-ჯერ გაიზარდა პროფესიული განათლების დაფინანსება;

- 33-დან 62%-მდე გაიზარდა პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი;

- სრულად ან ნაწილობრივ ფინანსდება უნივერსიტეტების 30 ათასამდე სტუდენტის სწავლა;


- უმაღლესი განათლების დაფინანსება ორჯერ გაიზარდა და 150 მილიონი ლარი შეადგინა;

- საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" ერთი მილიარდი ევროს ინვესტიციით დაფუძნდა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მქონე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

- მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების დაფინანსება 2012 წელთან შედარებით 57%-ით გაიზარდა.

განათლებისა და მეცნიერების სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განსახორციელებლად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება:

- გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება;

- მნიშვნელოვნად გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება;

- გაიზრდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება;

- გაიზრდება პროფესიული განათლების საბიუჯეტო დაფინანსება;

- გაიზრდება უმაღლესი განათლების დაფინანსება და ამავდროულად ჩამოყალიბდება დაფინანსების კონცეპტუალურად ახალი მოდელი;

- საქართველო გახდება Erasmus+ პროგრამული ქვეყანა, რის შედეგადაც ხელმისაწვდომი იქნება პროგრამის ყველა კომპონენტი;

- გაიზრდება სახელმწიფოს დაფინანსებით სამეცნიერო საგრანტო კონკურსების რაოდენობა;

- ხელი შეეწყობა საზღვარგარეთ მოღვაწე აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ქართულ სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობას;

- ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი ჩამოყალიბდება, როგორც უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის მქონე მეცნიერებისა და განათლების კერა“   განაცხადა მინისტრმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up