მიხეილ ჩხენკელმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2021 წლის“ რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონია გახსნა

მიხეილ ჩხენკელმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2021 წლის“ რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონია გახსნა

access_time2021-11-20 11:34:23

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2021 წლის“ რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონია გახსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და 2021 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ნომინაციაში გამარჯვებული ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი დააჯილდოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლის დროს მინისტრმა პროფესიული განათლების განვითარებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ტრადიცია გრძელდება და წელს უკვე მეოთხედ ვავლენთ და ვაჯილდოებთ დარგში საუკეთესო სტუდენტს, მასწავლებელს, საგანმანათლებლო პროგრამასა და ბიზნეს პარტნიორს.

მივესალმები პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის გადადგმულ ამ მნიშვნელოვან ინიციატივას და მომავალშიც აუცილებლად განვაგრძობთ კონკურსის ხელშეწყობას.

ჩვენი საერთო მიზანია, რომ საზოგადოებამ მაქსიმალურად გამოიყენოს პროფესიული განათლების შესაძლებლობები და უპირატესობები, ჰქონდეს სრული ინფორმაცია პროფესიული განათლების სივრცეში შეთავაზებული შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროგრამების, კვალიფიციური მასწავლებლების, თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურისა და, რაც მთავარია, დასაქმების სწრაფი შესაძლებლობების შესახებ. ამ მიმართულებით კონკურსი „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ ძალიან მნიშვნელოვან მისიას ასრულებს.

ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გულითადი მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს მთავრობას და ამერიკელ ხალხს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისათვის.


როგორც მოგეხსენებათ, 2014-2019 წლებში აშშ-სა და საქართველოს მთავრობების სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად განხორციელდა მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტები ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით, რომელიც ამერიკის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში გახლავთ დაფინანსებული.

დღეს ამ პროექტების შედეგებს ვიღებთ. მიღწევები არის შთამბეჭდავი და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. კომპაქტი საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული უმსხვილესი ინვესტიციაა, რომელმაც ხელი შეუწყო ადამიანური კაპიტალის განვითარებას და საქართველოში საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური STEM განათლების გაძლიერებას“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მან პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021 წლიდან საქართველომ შეძლო უპრეცედენტო და სრულიად ინოვაციური მართვის მოდელის დანერგვა. კერძო-საჯარო პარტნიორობით დაფუძნდა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელსაც საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მართავს დამსაქმებელთა შვიდი მსხვილი გაერთიანება. მართვის აღნიშნული მოდელი უაღრესად დადებითად შეფასდა მრავალი საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან.

განათლების უწყების ინფორმაციით, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარეობს მუშაობა პროფესიული განათლების ახალ სტრატეგიაზე. სტრატეგიის სამუშაო ვერსია უკვე შემუშავებულია დაინტერესებულ მხარეებთან ფართო კონსულტაციის საფუძველზე, ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერით.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სისტემის ინტერნაციონალიზაციაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან უცხოელი სპეციალისტები, რაც საერთაშორისო სტანდარტის სწავლებას შეუწყობს ხელს. ასევე, გაგრძელდება ხელმისაწვდომობის ზრდა და ყველა მუნიციპალიტეტში შეთავაზებული იქნება ადგილობრივი მოთხოვნის შესაბამისი პროგრამები.

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2021 წლის გამარჯვებულები ხუთ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ: პროფესიული განათლების სტუდენტი გახდა სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის სტუდენტი მარიამ გვეტაძე, რომელიც დღეისათვის პირველი ქალია, ვინც ლოკომოტივის მართვის პროფესიას ეუფლება; 2021 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი კოლეჯ „მერმისის“ პედაგოგმა, ივანე ჩუტკერაშვილმა მოიპოვა; 2021 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი, პროგრამით – გემბანის რიგითი მეზღვაური, ხოლო 2021 წლის პროფესიული მომზადების/გადამზადების კატეგორიაში გამარჯვებულად გამოცხადდა დისტრიბუტორთა ასოციაცია, პროგრამით – დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში. წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად კი ს.ს. „გუდვილი“ დასახელდა.

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება და ღონისძიების მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. ბოლო ორი წელია კონკურსზე სპეციალურ პრიზს აწესებს ისრაელის საელჩო საქართველოში. კონკურსის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

დაჯილდოების ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ათასწლეულის ფონდის, ამერიკისა და ისრაელის საელჩოების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, პროფესიული განათლების სფეროსა და ინდუსტრიის წარმომადგენლები“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up