მიხეილ გორბაჩოვი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

მიხეილ გორბაჩოვი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

access_time2022-08-31 00:45:05

სსრკ-ს პირველი და ბოლო პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი, რომელმაც ცივი ომი უსისხლოდ დაასრულა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის თავიდან აცილება ვერ შეძლო, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც რუსული მედია ცენტრალური კლინიკურ საავადმყოფოზე  დაყრდნობით წერს, გორბაჩოვი  ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.


„მიხეილ გორბაჩოვი მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა“, - ნათქვამია ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს განცხადებაში.


რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტის“ ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, რომ მიხეილ გორბაჩოვს მოსკოვის ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, მისი სურვისლისამებრ, მეუღლის გვერდით დაასაფლავებენ.


მიხეილ გორბაჩოვი დაიბადა 1931 წლის 2 მარტს სტავროპოლის ტერიტორიის სოფელ პრივოლნოიეში. 19 წლის ასაკში გორბაჩოვი გახდა სკკპ-ს წევრობის კანდიდატი. 1950 წელს სკოლა ვერცხლის მედლით დაამთავრა და ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. 1952 წელს კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდა. 1953 წლის 25 სექტემბერს დაქორწინდა რაისა ტიტარენკოზე (1932-1999).



1970-იანი წლების დასაწყისიდან გორბაჩოვი ცოლთან ერთად არაერთხელ ესტუმრა დასავლეთის ქვეყნებს. 1971 წელს გორბაჩოვი ჩავიდა იტალიაში, 1972 წელს ბელგიაში, 1975 წელს დასავლეთ გერმანიაში, 1976 წელს საფრანგეთში.


1978 წლამდე ეკავა პარტიული თანამდებობა და ზედამხედველობდა აგრარულ კომპლექსს სტავროპოლის მხარეში. სტავროპოლის მხარე საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ელიტური საკურორტო ადგილი იყო. სწორედ იქ გაიცნო გორბაჩოვმა კოსიგინი და ანდროპოვი. ანდროპოვთან ურთიერთობამ ხელი შეუწყო მას კარიერულ წინსვლაში. 1978 წელს აირჩიეს კომუნისტური პარტიის ცეკა-ს მდივნად. იმავე წელს გადავიდა მოსკოვში საცხოვრებლად. ცეკა-ში კურირებდა სასოფლო-სამეურნეო საკითხებს. ბრეჟნევის გარდაცვალებისა და სსრკ-ს სათავეში ანდროპოვის მოსვლის შემდეგ გორბაჩოვს თანამდებობა არ შეუცვლია, მაგრამ მისი გავლენა გაიზარდა. ანდროპოვის გარდაცვალების და გენმდივნად ჩერნენკოს დანიშვნის შემდეგ გორბაჩოვმა ჩაიბარა იდეოლოგიური სექტორი, თანამდებობა, რაც თავად ჩერნენკოს ეკავა დანიშვნამდე, რაც ითვლებოდა მეორე თანამდებობად პარტიულ იერარქიაში. გორბაჩოვი გახდა ასევე უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის ხელმძღვანელი.


1983 წლის მაისში გორბაჩოვი (გენერალური მდივნის, ანდროპოვის ნებართვით) კანადაში გაემგზავრა. ამან გორბაჩოვს დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში პოპულარობა მოუტანა. ალექსანდრე იაკოვლევი იხსენებს, რომ კანადის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი იყო პირველი დასავლელი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც გორბაჩოვის შეხვდა. სხვა კანადელ პოლიტიკოსებთან შეხვედრის შემდეგ გორბაჩოვმა სახელი გაითქვა როგორც ენერგიულმა და ამბიციურმა პოლიტიკურმა მოღვაწემ, რომელიც ასევე დაინტერესებული იყო დასავლური მორალური ფასეულობებით, ასევე ეკონომიკის მართვის დასავლური მეთოდებით და დემოკრატიით. თავისი შემდეგი ვიზიტი გორბაჩოვმა 1984 წელს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის (რომელიც იმავე წლის თებერვალში, ანდროპოვის დაკრძალვაზე გაიცნო) მიწვევით განახორციელა.


ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გორბაჩოვმა შეერთებულ შტატებთან და დასავლეთ ევროპასთან ურთიერთობის გაუმჯობესება სცადა. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ საბჭოთა კავშირს აღარ შეეძლო ბიუჯეტის დაახლოებით 25% სამხედრო საჭიროებებზე დაეხარჯა. ხელისუფლებაში ყოფნის წლებში გორბაჩოვმა გამოაცხადა მორატორიუმი ბირთვული იარაღის გამოცდაზე. შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, რონალდ რეიგანთან, 1985-1988 წლებში გორბაჩევმა ოთხი დიდი შეხვედრა ჩაატარა. პირველად გორბაჩოვი რეიგანს 1985 წლის 19 ნოემბერს, ჟენევაში შეხვდა. 1988 წლის ივნისში, მოსკოვში ვიზიტის დროს, წითელ მოედანზე რეიგანმა განაცხადა, რომ აღარ განიხილავდა საბჭოთა კავშირს როგორც ბოროტების იმპერიას. სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის როლში გორბაჩოვი 11-ჯერ შეხვდა ამერიკის პრეზიდენტებს. ხუთჯერ რეიგანს, ხოლო ექვსჯერ ჯორჯ ბუშ უფროსს. 1989-1990 წლებში გორბაჩოვმა გადამწვეტი როლი ითამაშა გერმანიის გაერთიანებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up