ყაზახური ბანკის, Kaspi-ის CEO-ს მიხეილ ლომთაძის ქონება 1.8 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 2023 წლისთვის 3.6 მილიარდ დოლარი შეადგინა. Forbbes - ის მილიარდერების სიაში ლომთაძე ამჟამად 774 - ე ადგილს იკავებს.
ლომთაძის ქონების მატება, ლონდონის საფონდო ბირჟაზე Kaspi - ის აქციების მატებამ გამოიწვია, რაც გასულ წელს უკრაინაში რუსეთის ომის გამო შემცირებული იყო.
ლომთაძე, Kaspi - ს დამფუძნებელ ვიაჩესლავ კიმთან ერთად ბანკის პარტნიორია და იგი ბანკის 25% -ს ფლობს. რაც ეხება ვიაჩესლავ კიმის ქონებას, ის Forbes-ის მიერ 3.6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ლომთაძე Forbes-ის სიაში 2021 წელს, ლონდონის ბირჟაზე Kaspi-ის IPO-ს შემდეგ მოხვდა.