მიხეილ მურვანიშვილი - კაცი, რომელმაც საქართველოს ტყეები გააშენა

მიხეილ მურვანიშვილი - კაცი, რომელმაც საქართველოს ტყეები გააშენა

access_time2023-04-15 12:00:50

საქართველოს ტყეების განაშენიანების საქმეში მიხეილ მურვანიშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის. მას საქართველოს ტყეების „მესაძირკვლესაც“ უწოდებენ. სწორედ მან  დაიწყო ტყეების მასშტაბური გაშენება საქართველოს სხვადასხვა მხარეში. 

მიხეილ მურვანიშვილი დაბა სურამში 1875 წელს დაიბადა, დაამთავრა ახალციხის სატყეო სასწავლებელი და მას შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში საგანმანათლებლო საქმიანობას მისდევდა.

1883 წელს მარტყოფის სატყეოს უფროსის თანაშემწედ დაინიშნა. მარტყოფსა და საგარეჯოში უფასო სამკითხველოები გახსნა და ხალხში წერა-კითხვის გასავრცელებლად ძალ-ღონეს არ იშურებდა.

1903 წელს, მიხეილ მურვანიშვილი კახეთიდან აბასთუმანში, სატყეოს უფროსის თანაშემწედ გადაიყვანეს, ხოლო 1907 წელს კი იგივე თანამდებობაზე ბაკურიანში დაიწყო მუშაობა. ბაკურიანში, სოფელ თორში დასახლდა და ბორჯომის ტყეებზე ზრუნვას შეუდგა.თორში სასმელი წყლის მილსადენი გაყვანა დაიწყო. 14 კმ სიგრძის საურმე გზა გააყვანინა ბორჯომამდე, მადლიერმა მოსახლეობამ კი ამ გზას „მურვანიშვილის გზა“ უწოდა.

1910 წლიდან მიხეილ მურვანიშვილი წაღვერის სატყეოს უფროსად ინიშნება, სადაც 8 წელი იმუშავა, ააშენა სკოლა, თეატრის შენობა, სამკითხველო, გაიყვანა წყლის 3 კმ-იანი მილსადენი, მოაწყო სპორტული მოედანი, აღმოაჩინა მჟავე წყლები და ისინი შესაბამისად მოაწყო, ააშენა და მოაწყო წაღვერის ტყე-პარკი. სწორედ მან  დაგეგმა, გააშენა ტყე და კურორტის სახე მისცა კეჩხობს.  მიხეილ მურვანიშვილმა, წაღვერში, ნახანძრალ ადგილებში – გვირგვინას უბანზე, საყდრის ღელესა და მიტარბის ფერდობზე 455 ჰექტარზე ფიჭვის ტყე გააშენა.

1924 წელს, მიხეილ მურვანიშვილმა ბორჯომში საქართველოში პირველი თესლის საშრობი ქარხანა დააარსა, გამოჰყავდა წიწვოვანი ხეების თესლები, რომელიც გაჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნებში.

მომდევნო წლებში, მიხეილ მურვანიშვილმა სანერგეები მოაწყო ბორჯომში, აბასთუმანში, წაღვერში, წყალტუბოსა და ბახმაროში. დააარსა ბორჯომის სატყეო მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით მხარეთმცოდნეობის მუზეუმად გადაკეთდა.


მისი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს ტყეების ფართობები გაიზარდა,  ნახანძრალი ადგილებზე ტყის კორომები ირგვებოდა.

1934 წელს მიხეილ მურვანიშვილი სურამის სატყეო მეურნეობის დირექტორად დაინიშნა. მშობლიურ სურამში მოაწყო სამკითხველო და სანერგე. სურამის გარშემო კი ახალი ტყეები გააშენა. ბაიანთხევის და კვირაცხოვლის სერებზე, ნუნის ზვარეში, 131 ჰექტარზე ფიჭვის ტყეები გააშენა.

მიხეილ მურვანიშვილი პუბლიცისტურ საქმიანობასაც ეწეოდა და ხშირად აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს ტყის დაცვის საკითხებზე. ერთ-ერთი ასეთია „ხანძარი ტყეში’, რომელშიც ის ხალხს ასწავლის, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ ტყეში ხანძარი არ გაჩნდეს. ამ წერილის შინაარსი დღესაც აქტუალურია.


მიხეილ მურვანიშვილი 1959 წელს გარდაიცვალა, ის დაკრძალულია სურამში, თავისივე გაშენებულ ბაიანთხევის ტყეში.


გამოჩენილ მეტყევეს ცნობილი შთამომავალიც ჰყავდა, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, დავით ყიფიანი, მიხელ მურვანიშვილის შვილთაშვილი იყო.


მიხეილ მურვანიშვილის საფლავი სურამში









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up