მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს მიმართა - თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი, თქვენი თვალები საერთოდ არ მიზიდავს, მე მივმართავ ქართველ ხალხს

მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს მიმართა - თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი, თქვენი თვალები საერთოდ არ მიზიდავს, მე მივმართავ ქართველ ხალხს

access_time2022-01-13 14:20:00

მე გადავწყვეტ ვის მივმართო, მივმართავ ქართველ ხალხს, თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი, ვაპირებ, შევხედო თვალებში ქართველ ხალხს, – ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს.



მიხეილ სააკაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მოსამართლემ მიმართა, რომ პატივი ეცა სასამართლოსთვის და საუბრის დროს მიემართა მოსამართლისთვის და არა დარბაზში მყოფი პირებისთვის.



„თქვენ ჩემთვის არავინ არ ხართ საერთოდ, მივმართავ ქართველ ხალხს, რომლის წინაშე წარვდექი აქ და ვერავინ გამაწყვეტინებს, თუ გამაწყვეტინებთ, შემდეგ ქართველი ხალხი გაგცემთ პასუხს. მე სად ვბრძანდები ძალიან კარგად ვიცი, ეს სხდომის დარბაზი არის ჩემი აშენებული, ეს დროშა, რომელიც თქვენ უკან არის ჩემი გაკეთებულია, ეგ სკამი, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია, ეს აუდიტორიები ჩემი გაკეთებულია, ეს გალია ჩემი აშენებულია. მე სად ვარ, თქვენი ახსნა-განმარტება არ მჭირდება. ყველაფერი, რაც გაკეთებულია ამ ქვეყანაში, ყველაფერი, რაც არ გააფუჭეს აქამდე, არის ჩემი გაკეთებული და ახლა თქვენი ახსნა-განმარტება ნამდვილად არ მჭირდება და ნუცას სკოლა. თქვენგან განსხვავებით ოთხი უმაღლესი სასწავლებელი იურიდიული მაქვს დამთავრებული, არანაირ პატივს არ ვცემ ივანიშვილის სასამართლოს. ნულოვანი პატივისცემა მაქვს თქვენი სასამართლოს მიმართ, ნულოვანი პატივისცემა მაქვს თქვენი ე.წ. სამართლის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემ ჩემს ხალხს და ქართველი ხალხის პატივისცემის გამო ჩამოვედი ამ ქვეყანაში და მივმართავ ჩემს ხალხს. ქალბატონო, მე თქვენი თვალები საერთოდ არ მიზიდავს უკაცრავად, მე მივმართავ ქართველ ხალხს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




მიხეილ სააკაშვილმა დარბაზში მსხდომებს მიმართა, თუ გამოიცნობენ, რისთვის ზის ციხეში.



„ნიკა გვარამია მრავალმხრივი ნიჭით გამოირჩევა, მათ შორის არის „ყველაზე ჭკვიანის“ წამყვანი. თქვენ იცით, რომ გუშინ და გუშინწინ ბრიუსელში იმართებოდა ნატო-ს სამიტი, ნატო-სა და რუსეთის შეხვედრა, ჟენევაში და ბრიუსელში, სადაც რუსეთი მოითხოვდა ამოიეღოთ ის ფორმულირება, რომელიც მე, პოლონეთის პრეზიდენტმა კაჩინსკიმ, ამერიკელების დახმარებით 2009 წელს გავიტანეთ ბუქარესტში, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრი. მინდა, განსაკუთრებით ჭკვიანებს აუდიტორიაში დავუსვა ამოცანა, როგორ გგონიათ, რატომ ვიმყოფები მე დღეს ციხეში – პირველი – კოსტიუმების ყიდვის გამო, მეორე – საქართველოში არალეგალურად შემოსვლის გამო, მესამე ვარიანტი ეს არის იუშენკოს აბანოში მომსახურების გამო და შამპუნის ფასის გამო, მეოთხე ვარიანტი არის ბუქარესტის ფორმულირების გამო და იმის გამო, რომ საქართველო არ ჩავაბარეთ რუსეთს 2008 წელს. აბა, ამ ოთხიდან ერთი გამოიცანით, რის გამო იმყოფება დღეს სააკაშვილი, ბუქარესტის ფორმულირების ავტორი პატიმრობის ქვეშ, ყველაფერს იგლეჯს პუტინი, რომ ეს ფორმულირება გააუქმოს, ეტყობა რაღაცისთვის მიმიღწევია ჩემს ცხოვრებაში, არა? მახსოვს უძილო სამი ღამე ბუქარესტში, როდესაც ერთად ვიბრძოდი პრეზიდენტ ბუშთან, პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად გერმანელებისა და ფრანგების წინააღმდეგ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.



1tv.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up