ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრაზე „მეწარმეთა შესახებ“ კანონისა და მასში დადგენილი სტანდარტების შესახებ ისაუბრეს.
„ნაყოფიერი საკონსულტაციო შეხვედრა გამოვიდა დაზღვევის ზედამხედველობის ჩართულობით და სადაზღვეო კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით. გავცვალეთ მოსაზრებები, შევთანხმდით სამომავლო პერსპექტივებზე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მეწარმეთა შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტმა სამივე მოსმენით მიიღო, 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.