მიხეილ თოქმაზიშვილი: რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ფასების მოსალოდნელი მატების მაუწყებელია

მიხეილ თოქმაზიშვილი: რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ფასების მოსალოდნელი მატების მაუწყებელია

access_time2022-03-31 11:00:46

სწრაფი გაუფასურების შემდეგ, ლარი სწრაფად გამყარდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ორ კვირაში დოლარი 40 თეთრით – 3.00-დან 3.40 ლარამდე გაძვირდა, მომდევნო სამ კვირაში კი 30 თეთრით – 3.10 ლარამდე გამყარდა. ეკონომიკისთვის მაღალ კურსზე მეტად რყევებია სახიფათო, რაშიც სწრაფი გამყარებაც მოიაზრება. მიზეზებთან და მოლოდინებთან დაკავშირებით სასაუბროდ „კომერსანტი“ ფინანსისტ მიხეილ თოქმაზიშვილს დაუკავშირდა.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


მიხეილ თოქმაზიშვილის განმარტებით, ლარი საწყის ეტაპზე პანიკამ, შიშმა და მოლოდინებმა გააუფასურა და როდესაც ამ ეფექტმა გადაიარა, ისევ გამყარდა, თუმცა, არა ომამდელ ნიშნულამდე. მისი თქმით, სიტუაცია გაურკვეველი რჩება და იმის დაზუსტებით თქმა, როგორ აისახება კურსის ცვლილება ეკონომიკაზე, რთულია. მაგრამ, უკვე ცხადია, რომ იმპორტი, მათ შორის სტრატეგიული პროდუქციის, როგორებიცაა საწვავი და მარცვლეული, გაძვირდება, რასაც უარყოფითი მულტიპლიკატორის ეფექტი ექნება.


„კომერსანტთან“ საუბრისას მიხეილ თოქმაზიშვილმა აღნიშნა, რომ თუ ეროვნული ბანკი ინტერვენციას ცოტა ადრე განახორციელებდა (9 მარტს სავალუტო აუქციონზე $50 მლნ გამოიტანა, საიდანაც $39.6 მლნ-ის გაყიდვა შეძლო), შესაძლოა კურსი უფრო დაბალი ყოფილიყო, თუმცა ამის გადაჭრით თქმა შეუძლებელია. რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთის ზრდას (30 მარტს სებ-ის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-დან 11%-მდე გაიზარდა, რამაც 192 000 პირს სესხი გაუძვირა), თოქმაზიშვილის განმარტებით, ეს ფასების მოსალოდნელი მატების მაუწყებელია.



კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ინფლაციის გარკვეულ დონეზე შეჩერება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებით, ისე რომ არ დაზარალდეს ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, მიხეილ თოქმაზიშვილს დადებითი პასუხი აქვს და გამოსავალს დაბალეფექტიანი ბიუროკრატიის შემცირებაში ხედავს.


რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ორი კვირის შემდეგ ბარელი ნავთობის ღირებულებამ 14–წელიანი რეკორდი მოხსნა და $130-ს გადააჭარბა, დღეს $112-მდეა შემცირებული, რაც თავის მხრივ 2014 წლის შემდეგ მაინც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუ 2008 წელს კურსი 1.40-ს შეადგენდა, ახლა $3.10-ა, 250-დან 500 ლარამდეა გაზრდილი აქციზის საფასური 1 ტონა (1300 ლიტრი) ბენზინზე, ხოლო დიზელზე 150 ლარიდან 400 ლარამდე. ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინის ფასი 3.90-ს აჭარბებს, დიზელის - 4.20-ს. რადგან საწვავის გაძვირებით პროდუქციის ტრანსპორტირება ძვირდება, მასზე ფასის ზრდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლის ჯიბეზეც აისახება. თავის მხრივ გაძვირებული დიზელი სოფლის მეურნეობის პროდუქციას, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში კიდევ უფრო აძვირებს.


საქართველო ხორბლის იმპორტს რუსეთიდან ახორციელებდა, ალტერნატიულ ბაზრად უკრაინა მიიჩნეოდა, ახლა იმპორტიორებს მარცვლეულის შემოტანა ყაზახეთიდან, შეერთებული შტატებიდან ან კანადიდან მოუწევთ. ეს პურის რიგებს აღარ დააყენებს, მაგრამ მასზე ფასს გაზრდის.


2021 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, წლიური ინფლაციის განაკვეთი 13%-ს აჭარბებს, ეროვნული ბანკი მის კლებას მარტიდან მოელოდა, მაგრამ პროცესები საპირისპირო მიმართულებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო შეიცვალა.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up