მიხეილ ხიდურელი - ჩვენ შევძელით ქვეყანაში ახალი ინდუსტრიის შექმნა, რომლის უმსხვილესი მოთამაშის „მეიჯორელის“ ოფისი დღეს უკვე ბათუმშიც გავხსენით

მიხეილ ხიდურელი - ჩვენ შევძელით ქვეყანაში ახალი ინდუსტრიის შექმნა, რომლის უმსხვილესი მოთამაშის „მეიჯორელის“ ოფისი დღეს უკვე ბათუმშიც გავხსენით

access_time2022-06-02 12:00:00

ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) გლობალური ინდუსტრიის ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანია „მეიჯორელმა“ საქართველოში რიგით მეოთხე ოფისი გახსნა. თბილისის და ქუთაისის ოფისების შემდეგ, „მეიჯორელ საქართველოს“ ოფისი ბათუმში გაიხსნა, სადაც ამ ეტაპზე 80-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.


„მეიჯორელ საქართველომ“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების დეპარტამენტის ხელშეწყობით, პირველი ოფისი თბილისში 2016 წელს გახსნა და ოპერირება ერთი კლიენტითა და 150 გერმანულენოვანი თანამშრომლით დაიწყო. დღეს კი მხოლოდ თბილისის ოფისში უკვე 600-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჯამურად, კომპანია საქართველოში 3000-მდე ნიჭიერ და მოტივირებულ დასაქმებულს აერთიანებს.


სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, მოხარულია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში ფართოვდება და რიგით მესამე ქალაქში ხსნის ახალ ოფისს.


„ჩვენს სააგენტოს უდიდესი წვლილი აქვს „მეიჯორელის“ ქვეყანაში შემოსვლაში. პირველივე დღიდან აქტიურად ვმუშაობდით კომპანიასთან, რომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში გაფართოებულიყო. დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება ბოლო ქალაქი, სადაც კომპანია ოფისს გახსნის“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.



მისი თქმით, „მეიჯორელ საქართველო“ საქართველოდან მნიშვნელოვან სერვისს აწვდის უმსხვილეს კომპანიებს საერთაშორისო ასპრეზზე და რაც ყველაზე მთავარია, ქმნის მაღალანაზღაურებად და მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებს.


„ზოგადად BPO დარგზე რომ ვისაუბროთ, რამდენიმე წლის წინ ცოტა ვინმეს თუ წარმოედგინა, რომ ბიზნეს პროცესების დისტანციურად მიწოდება იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და დინამიური სერვისი საქართველოში. თუმცა დღეს ეს ინდუსტრია სწრაფი ტემპებით ვითარდება საქართველოში. ქვეყანაში ამ ინდუსტრიის წარმომადგენელი ორი უმსხვილესი მოთამაშე გვყავს და ჩვენ ყოველთვიურად გვაქვს მოლაპარაკებები ახალ კომპანიებთან საქართველოში შემოსვლაზე“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.


ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up