მიხეილ ხიდურელი - ექსპორტის სტიმულირების ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას

მიხეილ ხიდურელი - ექსპორტის სტიმულირების ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას

access_time2022-04-07 21:00:00

„ჩვენი სააგენტოს ფარგლებში კიდევ ერთი ახალი - ექსპორტის სტიმულირების პროგრამა ჩავუშვით, რომელიც ხელს შეუწყობს ბაზრების დივერსიფიცირებას, ახალ ბაზრებზე შესვლას და ქართული პროდუქტის საერთაშორისო ქსელებში მოხვედრას,“ - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.


მისივე თქმით, ამ ახალი მექანიზმით შეივსება ყველა ის პროგრამა, რომელიც მსოფლიო პრაქტიკით ხორციელდება ექსპორტის მხარდამჭერ სააგენტოებში.


„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის აქტიურად ვმუშაობდით ბაზრების დივერსიფიცირებაზე. ექსპორტის სტიმულირების ახალი პროგრამა, ფაქტობრივად ფაზლის ბოლო ნაწილია, რომლითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ექსპორტიორებს ჩვენი სააგენტოს მეშვეობით დახმარების სრული პაკეტი აქვთ. კონკრეტულად, ჩვენი ახალი პროგრამა სამ ძირითად კომპონენტს აერთიანებს. პირველი - ეს არის საწარმოების სერტიფიცირება და პროდუქტის ლიცენზირება, რაც არის უმნიშვნელოვანესი ექსპორტიორებისთვის. მეორე - ეს არის უცხოურ ბაზრებზე, ქვეყნის მსხვილ სუპერმარკეტებში შესვლის თანადაფინანსება, რაც საკმაოდ დიდ სირთულეებთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, 10 000 ევროიანი გრანტი გვექნება ექსპორტიორებისთვის ამ ნაწილში. მესამე - ეს არის ბრენდინგი და შეფუთვა, რაც უცილებელი კომპონენტია, რომ პროდუქტი იყოს მზადყოფნაში, ნებისმიერ ბაზარზე გასასვლელად“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.



მისივე თქმით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სხვა კომპონენტების მეშვეობითაც აქტიურ დახმარებას უწევს კომპანიებს, რომ გახდნენ ექსპორტიორები. მაგალითად, სააგენტო კომპანიებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გამოფენებში, ასევე სთავაზობს ექსპორტის მენეჯერთა ტრენინგის კურსებს და სხვა.


ექსპორტის სტიმულირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა გამოაგზავნონ ქვეყნის ექსპორტიორთა პლატფორმაზე: www.tradewithgeorgia.com მიმდინარე წლის 7 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით.


ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up