მიზანი არის სამომხმარებლო სესხების შემცირება - საბანკო ასოციაცია 1-ლი მაისიდან ამოქმედებულ ცვლილებებზე

მიზანი არის სამომხმარებლო სესხების შემცირება - საბანკო ასოციაცია 1-ლი მაისიდან ამოქმედებულ ცვლილებებზე

access_time2022-05-03 20:00:00

მიზანი არის სამომხმარებლო სესხების შემცირება - ასე აფასებს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი სესხების გაცემასთან დაკავშირებით 1-ლი მაისიდან ამოქმედებულ ცვლილებებს. რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ სებ-ის ბოლო ორი, ძალაში შესული გადაწყვეტილება, გასული წლის დეკემბერში და მიმდინარე წლის აპრილში ამოქმედებული ცვლილებებიც საერთო კონტექსტის ნაწილია.


„1-ელ მაისს ორი გადაწყვეტილება შევიდა ძალაში საბანკო სფეროში, თუმცა პროცესი დაიწყო დეკემბრიდან, როცა მივიღეთ სებ-ისგან ახალი გადაწყვეტილება, რითიც შეიზღუდა 10 წლამდე ვადაში უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხები. მეორე ნაწილი იყო 1-ელ აპრილს ეროვნული ბანკისვე გადაწყვეტილება, რითიც 1000 ლარამდე თუ იყო 25%-იანი შემოსავლის კოეფიციენტი სესხის ყოველთვიურ გადასახდელთან, თანხა გაიზარდა 1500 ლარამდე. ამით, 1500 ლარის შემოსავლის მქონე პირები ვერ შეძლებენ 25%-ზე მეტი მიმართონ სესხის გადასახდელზე. ეს მინდა, კარგად ესმოდეთ მსესხებლებს, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ახალ მსესხებლებს არ ეხება, რადგან ვისაც უკვე აქვს სესხი, მათი კოეფიციენტიც შემცირდა 25%-მდე და ეს შეეხო სამომხმარებლო სესხების მეოთხედს. მათ ან მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ასაღები თანხა, ან შეეზღუდათ ახალი სესხის აღება.


რაც შეეხება რისკის 3%-იანი ბუფერის გამოთვლას ცვლად განაკვეთიან სესხებში, ეს განსაკუთრებით სენსიტიურია მომხარებლებისთვის. შევეცდები ავხსნა მიზეზები, რატომაა განსაკუთრებით ასახვადი ეს კომპონენტი. ლარში, როცა სესხი მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე, ეს ისედაც მაღალი საპროცენტო განაკვეთია და ამ შემთხვევაში სესხი კორექტირდება. უფრო სწორად რომ შევაფასოთ, მაღალ საპროცენტო განაკვეთს პლიუს 3%-ში რომ იყოს გადათვლილი გადასახდელი ეს მნიშვნელოვან ეფექტს ვერ მოახდენს. ამ დროს თუ შევხედავთ უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე, რომლის საპროცენტო განაკვეთი 5%-დან ან ნაკლებიდან იწყება, ამ შემთხვევაში 3%-იანი ზრდა მხოლოდ კალკულაციისა და ყოველთვიური გადასახდელის გამოთვლისთვის მნიშვნელოვან ცვლილებას გვაძლევს. ამას ემატება 10 წლამდე შემცირებული იპოთეკური სესხის ვადა. აქვე, კიდევ ერთი, 2018 წლის რეგულაციიდან გამომდინარე იპოთეკური სესხის კოეფიციენტი უფრო მკაცრია.


აქაც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არა მხოლოდ ახალ, არამედ არსებულ სესხებსაც ეხება. ამით მომხმარებლისთვის მთლიანი სესხის ასაღები ოდენობა მცირდება მნიშვნელოვნად. მიუხედავად იმისა, რომ გადათვლა ჰიპოთეტურად ხდება. უცხოურ ვალუტას ვახსენებ ძალიან ხშირად იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ეს აისახება მსესხებლების იმ რაოდენობაზე, ვისაც შეეძლო უცხოურ ვალუტაში აეღო სესხი. მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება,რადგან, როგორც ვიცით 200 000 ლარამდე მხოლოდ ლარში შეძლებენ სესხის აღებას. ლარში გასაცემ სესხებში ეს მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის მდგომარეობას. აქ, მაქსიმუმ 5%-იანი კორექტირება შეიძლება მოხდეს თანხაში, რომლით სარგებლობაც შეგეძლოთ ან ამის შემდეგ შეგეძლებათ“, - აცხადებს ძნელაძე.



მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებები მიღებულია სებ-ის გადაწყვეტილებით, რომელიც კერძო სექტორისგან განსხვავებით, სამომხმარებლო სესხების ზრდის მაღალ ტემპში საფრთხეებს ხედავს.


,,ეს გადაწყვეტილებები არ არის მიღებული დადებითი ეფექტის მისაღებად. ეს გადაწყვეტილება არ არის სამოტივაციო ნაწილი. ეს არის სამომხმარებლო სესხების კორექტულად ან სწორად შემცირებისთვის მიღებული გადაწყვეტილებები. ალბათ, ეს უნდა იყოს მოტივაცია ბანკებისთვის უფრო მეტად გასცენ ბიზნეს სესხი, სამომხმარებლო სესხების შემცირების შემდეგ. რეალურად, უცხოურ ვალუტაში აქტივობამ 2021 წელს საკმაოდ მაღალი ნიშნული შეადგინა, ამიტომ ამ სეგმენტს მეტად შეეხო.


სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპის შემცირება არის მიზანი, მოტივაცია, სავარაუდოდ, არის, რომ საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპია და სებ-ი ხედავს რისკებს. სიმართლე გითხრათ, ჩვენ საბანკო სექტორი ამ რისკებს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ძნელაძემ ,,საქმეში“.


bpn.ge



თეგები:
სესხები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up