მკაცრი მონეტარული პოლიტიკა დაბალშემოსავლიან ქვეყნებს აფერხებს - მსოფლიო ბანკი

მკაცრი მონეტარული პოლიტიკა დაბალშემოსავლიან ქვეყნებს აფერხებს - მსოფლიო ბანკი

access_time2023-04-20 13:30:23

გლობალური ფინანსური ორგანიზაციის რამდენიმე ლიდერი აცხადებს, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ზრდის ზეწოლას დაბალშემოსავლიან განვითარებად ქვეყნებზე, რადგან საგარეო ვალზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები განვითარებად ქვეყნებს საკრედიტო საფრთხეს უქმნის.


CNBC წერს, რომ განვითარებად ქვეყნებში სახელმწიფო ვალის ტვირთი ბოლო წლებში გამწვავდა გლობალური კრიზისების გამო, რუსეთის შეჭრა უკრაინაში კოვიდ-19-ის პანდემიის კვალდაკვალ დაიწყო და ეს მძიმე აღმოჩნდა მათთვის.


მსხვილმა ცენტრალურმა ბანკებმა მთელს მსოფლიოში გასული წლის განმავლობაში აგრესიულად გაამკაცრეს მონეტარული პოლიტიკა, რათა შეეკავებინათ მზარდი ინფლაცია. დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მიერ დარიცხული ვალების დიდი ნაწილი მომდევნო ორი წლის განმავლობაში მოდის, თუმცა, საპროცენტო განაკვეთების ზრდა ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებს უფრო და უფრო გაუჭირდებათ მათი დაფარვა.



საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა ბოლო წლებში დააწესეს შემსუბუქების უამრავი ღონისძიება, მათ შორის ვალის მდგრადობის ჩარჩო, რომელიც შექმნილია დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების სესხების წარმართვის მიზნით, რათა უზრუნველყოს სტაბილურობა საჯარო ფინანსებში.


„უნდა ავღელდეთ. მსოფლიოს ეკონომიკის ზრდა სუსტია, რაც, თავისთავად, პრობლემებს აჩენს, მაგრამ ამასთან, გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები ნიშნავს იმას, რომ განვითარებადი ქვეყნებიდან დიდი მოცულობით კაპიტალი გადის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციებისთვის - ამგვარად, განვითარებადი სახელმწიფოები საფრთხის წინაშე დგანან”,  აღნიშნა მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა, აქსელ ვან ტროტსენბურგმა და დასძინა, რომ საფინანსო ინსტიტუტებსა და სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა, ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up