მკაცრი შეზღუდვები თუ ლიბერალური პოლიტიკა - თამბაქოს ზიანის შემცირების შესაძლებლობა

მკაცრი შეზღუდვები თუ ლიბერალური პოლიტიკა - თამბაქოს ზიანის შემცირების შესაძლებლობა

access_time2022-03-29 11:55:37

2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვის მოთხოვნა ამოქმედდება. ეს არის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას და ახალგაზრდების მხრიდან თამბაქოს პროდუქტების მოხმარების პრევენციას.

 

საინტერესოა, თუ რა არის თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვა და როგორია განვითარებული ქვეყნების გამოცდილება?

 

სტანდარტიზებული, ანუ სადა შეფუთვა ეს არის თამბაქოს კონტროლის ინიციატივა, რომელიც თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებს აკისრებს ვალდებულებას, სიგარეტის შეფუთვა მოხდეს სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული ფერით, ფორმით და გამაფრთხილებელი ინფორმაციით. ასევე, აკრძალულია შეფუთვაზე მწარმოებლის ლოგოსა და ნებისმიერი გრაფიკული გამოსახულების დატანა, რომელიც ბრენდის იდენტიფიცირებას შესაძლებელს გახდის.

 

ინიციატივა მიზნად ისახავს, ნაკლებად მიმზიდველი გახადოს თამბაქოს პროდუქცია მომხმარებლისთვის, ამით კი ხელი შეუწყოს მწეველთა რაოდენობის შემცირებას.

 

2021 წლისთვის თამბაქოს სადა შეფუთვაზე დაწესებული მოთხოვნა მსოფლიოს 21 ქვეყანაში მოქმედებდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, კანადაში, საფრანგეთსა და ახალ ზელანდიაში.

 

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიაში თამბაქოს სადა შეფუთვის შემოღების შედეგად 2016-2019 წლებში მწეველთა რაოდენობამ ქვეყანაში 0.9 პროცენტული ერთეულით დაიკლო, დიდ ბრიტანეთში 1.6%-ით, ახალ ზელანდიაში კი 2.3%-ით.

 

კვლევები ადასტურებს, რომ თამბაქოს სადა შეფუთვა ამცირებს თამბაქოს პროდუქტის მიმზიდველობას და ზრდის ზიანის შესახებ ცნობიერებას. მიუხედავად ამისა, ავსტრალიის მაგალითი გვიჩვენებს, რომ მხოლოდ სადა შეფუთვის იმპლემენტაცია საკმარისი არ არის. მაშინ, რამ განაპირობა დიდი ბრიტანეთისა და ახალი ზელანდიის წარმატება?


 

ავსტრალიაში თამბაქოს პროდუქციაზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, უფრო მეტიც, მთავრობა კრძალავს ქვეყანაში თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების, მათ შორის ელექტრონული სიგარეტებისა და თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობების კომერციალიზაციას.

 

ავსტრალიისგან განსხვავებით, დიდი ბრიტანეთისა და ახალი ზელანდიის როგორც ჯანდაცვის სისტემები, ასევე მთავრობები, ითვალისწინებენ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესაძლო სარგებელს და ხელს უწყობენ მომხმარებელს, გადავიდნენ თამბაქოს ზიანის შემცირებული პროდუქტების მოხმარებაზე.

 

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე თამბაქოს ელექტრონული სიგარეტები 2006 წელს, გასახურებელი მოწყობილობები კი 2016 წელს გამოჩნდა. მოგვიანებით, 2018 წელს ახალი ზელანდიის მთავრობამ თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების ლეგალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო.

 

აღნიშნული ქვეყნების მთავრობები უპირატესობას ლიბერალური პოლიტიკის გატარებას ანიჭებენ, შესაბამისად, ზრდიან თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობას. შედეგად, Action on Smoking and Health (ASH) -ის 2021 წლის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების მომხმარებელთა რაოდენობა 3.6 მილიონს გაუტოლდა, მათი 64.6% კი ყოფილი მწეველი იყო. 

 

აღსანიშნავია, რომ ახალ ზელანდიაში 2020-2021 წლებში მწეველთა რაოდენობა ყოველწლიურად 2.8%-ით მცირდებოდა. Action on Smoking and Health New Zealand (ASH) ვარაუდობს, რომ მწეველთა რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება ბაზარზე თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების გამოჩენის შედეგად მოხდა.

 

“ახალ ზელანდიაში ჩატარებული ჯანდაცვის კვლევა, რომელიც 2021 წლის 1 დეკემბერს გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ მწეველთა რაოდენობის კლების პარალელურად, იზრდებოდა თამბაქოს შემცირებული ზიანის მქონე პროდუქტების მოხმარება”, - აღნიშნულია ASH New Zealand-ის განცხადებაში.

 

Euromonitor-ის წინასწარი მონაცემებით კი, 2021 წლისთვის მსოფლიოში თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის მომხმარებელთა რაოდენობა 55 მილიონს გაუტოლდა.

 

მართალია, თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვა შედეგის მომტანია, თუმცა ლიბერალური პოლიტიკის ხელშეწყობა შესაძლებლობას იძლევა, შემცირებული ზიანის მქონე პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის ზრდით გადავარჩინოთ მილიონობით მწეველის სიცოცხლე. 

 

 (R)

 

 



თეგები:
თამბაქო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up